კონვენციის

მიზნებისათვის
:

a) „საჰაერო მიმოსვლა” ნიშნავს ნებისმიერ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას, რომელსაც ახორციელებენ საჰაერო ხომალდები მოქალაქეთა გადაყვანის, ფოსტის, ან ტვირთის საზოგადოებრივი გადაზიდვის მიზნით.

b) „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა” ნიშნავს საჰაერო მიმოსვლას, რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცეში ერთ სახელმწიფოზე მეტ ტერიტორიაზე.

c) „ავიასაწარმო” ნიშნავს ნებისმიერ ავიასატრანსპორტო ორგანიზაციას, რომელიც სთავაზობს ან ექსპლუატაციას უწევს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას.

d) „არაკომერციული მიზნით შეჩერება” ნიშნავს ნებისმიერი მიზნით დაჯდომას განსხვავებით მგზავრების, ტვირთის ან ფოსტის მიღების ან გადმოტვირთის მიზნისაგან.

კონვენციის ხელმოწერა

რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელისომმწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ რწმუნებულებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციის შესაბამისად თავიანთი მთავროების სახელით იმ თარიღებში, რომლებიც აღნიშნულია მათი ხელმოწერების გასწვრივ.

შესრულებულია ქალაქ ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს ინგლისურ ენაზე, ტექსტი, შედგენილი ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე, რომელთაგან თითოეული თანაბრად ავთენტურია, იხსნება ხელმოსაწერად ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, ორივე ტექსტი შესანახად ბარდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივებს, ხოლო დამოწმებულ ასლებს ეს მთავრობა უგზავნის ყველა სახელმწიფოს მთავრობას, რომლებსაც შეუძლიათ ხელი მოაწერონ ამ კონვენციას ან შეუერთდნენ მას.

ჩიკაგოს კონვენციის შესწორებათა ტექსტები

45-ე მუხლის შესწორება

(მონრეალში 1954 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი ოქმი).

კონვენციის 45-ე მუხლის ბოლოს წერტილი იცვლება მძიმეთი და ემატება შემდეგი:

„ხოლო სხვაგვარად, ვიდრე დროებით – ასამბლეის გადაწყვეტილებით, თანაც ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ასამბლეის მიერ დადგენილ ხმათა რაოდენობით. ამრიგად დადგენილმა ხმათა რაოდენობამ უნდა შეადგინოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთო რიცხვის სულ ცოტა სამი მეხუთედი”.

48-ე (a) , 49- (c) და 61-ე მუხლების შესწორება

(მონრეალში 1954 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი ოქმი).

48-ე (a) მუხლში სიტყვა „ყოველწლიურად” იცვლება გამოთქმით “სულ ცოტა სამ წელიწადში ერთხელ”

49-ე (c) მუხლში გამოთქმა „წლიური ბიუჯეტი” იცვლება გამოთქმით „წლიური ბიუჯეტები”.

61-ე მუხლში გამოთქმები „წლიური ბიუჯეტი” და „კენჭისყრით იღებს წლიურ ბიუჯეტს” იცვლება გამოთქმებით „წლიური ბიუჯეტები” და „კენჭისყრით იღებს წლიურ ბიუჯეტებს”.

48-ე (a) მუხლის შესწორება

(რომში 1962 წლის 15 სექტემბერს ხელმოწერილი ოქმი)

კონვენციის 48-ე (a) მუხლში მეორე წინადადება უქმდება და იცვლება შემდეგით:

„ასამბლეის საგანგებო სესიები შეიძლება გაიმართოს ნებისმიერ დროს საბჭოს მოთხოვნით ან ხელშეკვრელ სახელმწიფოთა სულ ცოტა მეხუთედის თხოვნით, რომელიც ეგზავნება გენერალურ მდივანს”.

50-ე (a) მუხლის შესწორება

(მონრეალში 1961 წლის 21 ივნისს ხელმოწერილი ოქმი).

კონვენციის 50-ე (a) მუხლში გამოთქმა „ოცდაერთის” უქმდება და იცვლება გამოთქმით „ოცდაშვიდის”

50-ე (a) მუხლის შესწორება

(ნიუ-ორკში 1971 წლის 12 მარტს ხელმოწერილი ოქმ