რატიფიკაცია
a) ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მისი ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება ამარიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივებს. მთავრობა აცნობებს შესანახად ასეთი ჩაბარების თარიღს ამ კონვენციის ყოველ ხელმომწერსა და მასთან შეერთებულ სახელმწიფოს.
b) როგორც კი ამ კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან მას შეუერთდება ოცდაექვსი სახელმწიფო, იგი ძალაში შედის მათთვის ოცდამეათე დღეს ოცდამეექვსე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ. შემდგომში იგი ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის შესანახად.
c) მოვალეობა, რომ შეატყობინოს ამ კონვენციის ყოველ ხელმომწერ ან მასთან შეერთებულ სახელმწიფოს ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღი, ეკისრება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა