სასამართლოს

პროცედურა

თუ რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფო – მოდავე მხარე იმ დავაში, რომლის გამოც საჩივრდება საბჭოს გადაწყვეტილება, არ ცნობს საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი პალატის სტატუსს და თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოები – მოდავე მხარეები ვერ თანხმდებიან სამედიატრო სასამართლოს არჩევის საკითში, მაშინ ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო – მოდავე მხარე ასახელებს თითო არბიტრს, ხოლო არბიტრები ირჩევენ სუპერარბიტრს.

თუ რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფო – მოდავე მხარე არ დაასახელებს არბიტრს სამი თვის განმავლობაში გადაწყვეტილების გასაჩივრების დღიდან, არბიტრს ამ სახელმწიფოს სახელით ნიშნავს საბჭოს პრეზიდენტი კვალიფიციურ პირთა იმ სიიდან, რომელსაც საბჭო ადგენს, და რომელიც მის განკარგულებაშია. თუ არბიტრი ოცდაათი დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან სუპერარბიტრის თაობაზე, საბჭოს პრეზიდენტი მას ნიშნავს ზემოაღნიშნული სიიდან. ამის შემდეგ არბიტრები და სუპერარბიტრი ერთად ქმნიან სამედიატორო სასამართლოს, რომელიც შეიქმნა ამ მუხლის ან წინა მუხლის თანახმად, აწესებს თავის საკუთარ პროცედურას და გადაწყვეტილებები გამოაქვს ხმათა უმრავლესობით იმ პირობით, რომ საბჭოს შეუძლია გადაწვიტოს პროცედურული საკითხები რაიმე დაყოვნების შემთხვევაში, რომელიც საბჭოს აზრით მეტისმეტი