გადაწყვეტა

თუ რაიმე უთანხმოება ორ ან მეტ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის ამ კონვენციისა და მისი დანართების გაგების ან გამოყენების გამო ვერ მოგვარდა მოლაპარაკების გზით, მას ამ უთანხმოების მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს თხოვნით წყვეტს საბჭო. საბჭოს მიერ ამ დავის განხილვისას, საბჭოს არც ერთი წევრი, რომელიც წარმოადგენს მხარეს რაიმე დავაში, არ მონაწილეობს კენჭისყრაში.

ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია 85-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად and hoc გაასაჩივროს საბჭოს გადაწყვეტილება სამედიატრო სასამართლოში, რომელიც იქმნება სხვა მოდავე მხარეებთან შეთანხმებით ან საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივ პალატაში. ნებისმიერი ასეთი გასაჩივრება უნდა ეცნობოს საბჭოს სამოცი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება შეტყობინება საბჭოს გადაწყვეტილების შესახე