სესია

და

კენჭისყრა

a) ასამბლეა იკრიბება ყოველწლიურად და მას იწვევს საბჭო ხელსაყრელ დროს და მოხერხებულ ადგილას. ასამბლეის საგანგებო სესიები შეიძლება გაიმართოს ნებსმიერ დროს საბჭოს მოთხოვნით ან ნებსმიერი მათი ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც ეგზავნება გენერალურ მდივანს;

b) ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს ასამბლეის სესიაზე წარმომადგენლობის თანაბარი უფლება და თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმის უფლება. დელეგატებს, რომლებიც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს წარმომადგენლობენ, შეიძლება ახლდნენ ტექნიკური მრჩეველები, რომლებსაც შეუძლიათ სხდომებში მონაწილეობა, მაგრამ არა აქვთ ხმის უფლება;

c) ასამბლეის სხდომაზე კვორუმის მისაღებად საჭიროა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უმრავლესობა თუ ამ კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასამბლეის გადაწყვეტილებანი მიიღება მოცემული ხმების უმრავლესობი