ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია საერთაშორისო აერონავიგაციის პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა, რაც:

a) უზრუნველყოს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული განვითარება;

b) წაახალისოს მშვიდობიანი მიზნით საჰაერო ხომალდების კონსტრუირებისა და ექსპლუატაციის ხელოვნება;

c) წაახალისოს საჰაერო ტრასების, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების განვითარება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციისათვის;

d) დააკმაყოფილოს მსოფლიოს ხალხთა მოთხოვნილება უსაფრთხო, რეგულარულ, ეფექტიან და ეკონორმიმკურ საჰაერო ტრანსპორტზე;

e) თავიდან აიცილოს არაგონივრული კონკურენციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი;

f) უზრუნველყოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უფლებების სრული პატივისცემა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში დასაქმებულ ავიასაწარმოთა გამოყენების თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის სამართლიანი შესაძლებლობანი;

g) არ დაუშვას დისკრმინაცია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიმართ;

h) ხელი შეუწყოს საერთაშორისო აერონავიგაციაში ფრენის უსაფრთხოებას;

i) ზოგადი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო სამოქალაქო აერონავტიკის განვითარებას ყველა მისი ასპექტი