სტანდარტებისა
და
პროცედურებისაგან
გადახრა
ნებსმიერი სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევს რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის ან პროცედურის ყოველმხრივ დაცვას ან თავისი საკუთარი წესების ან პრაქტიკის რომელიმე საერთაშორისო სტანდარტთან ან პროცედურასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას ამ უკანასკნელის შეცვლის შემდეგ, ან რომელიც საჭიროდ მიჩნევს ისეთი წესის ან პრაქტიკის მიღებას, რომელიც არსებითად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესისაგან, დაუყოვნებლივ ატყობნებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას საკუთარ პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ პრაქტიკას შორის ამ განსხვავების თაობაზე. საერთაშორისო სტანდარტების შეცვლის შემთხვევაში ნებსმიერი სახელმწიფო, რომელიც არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს თავის წესებში ან პრაქტიკაში, ამის თაობაზე აცნობებს საბჭოს საერთაშორისო სტანდარტში შესწორების მიღებიდან სამოცი დღის ვადაში, ან აღნიშნავს ღონისძიებებს, რომელთა მიღებასაც ის აპირებს ყოველ ასეთ შემთხვევაში საბჭო დაუყოვნებლივ ატყობინებს ყველა სხვა სახელმწიფოს იმ განსხვავების თაობაზე, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტის ერთ ან რამდენიმე დებულებასა და ამ სახელმწიფოს შესაბამის ეროვნულ პრაქტიკას შორი