სტანდარტების

და

პროცედურების

მიღება

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, რომ ითანამშრომლოს იმ წესების, სტანდარტების, პროცედურების და ორგანიზაციის მაქიმალური ერთგვაროვნების მისაღწევად, რომლებიც ეხება საჰაერო ხომალდებს, პერსონალს, საჰაერო ტრასებსა და დამხმარე სამსახურებს, აგრეთვე ყველა იმ საკითხში, რომლეშიც ასეთი ერთგვაროვნება ხელს შეუწყობს აერონავიგაციას და მისი სრულყოფას.

ამ მიზნით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს და საჭიროებისამებრ დროდარო ცვლის საერთაშორისო სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკას და პროცედურას, რომელიც ეხება:

a) კავშირგაბმულობის სისტემებისა და აეროსანავიგაციო საშუალებებს, მათ შორის სახმელეთო ნიშანდებას;

b) აეროპორტებსა და დასაჯდომი მოედნების მახასიათებლებს;

c) ფრენის წესებსა და საჰაერო მოძრაობის მართვის პრაქტიკას;

d) მფრინავთა და ტექნიკური პერსონალისათვის კვალიფიკაციის მინიჭებას;

e) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობას;

g) საჰაერო ხომალდების რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას;

f) მეტეოროლოგიური ინფორმაციის შეგროვებას და გაცვლას;

h) საბორტო ჟურნალებს;

i) აეროსანავიგაციო რუკებსა და სქემებს;

j) საბაჟო და საიმიგრაციო პროცედურებს;

k) უბედურებაში ჩავარდნილ საჰაერო ხომალდებს და შემთხვევათა გამოძიებას.

აგრეთვე აერონავიგაციის უშიშროების, რეგულარობის და ეფექიტიანობის სხვა საკითხებს, რომლებიც დროდადრო შეიძლება მიზანშეწონილი იყო