გადატანის
შეზღუდვები
a) დაუშვებელია რაიმე სამხედრო საჭურველის ან სამხედრო მასალების გადატანა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მის თავზე საერთაშორისო ნავიგაციაში ჩართული საჰაერო ხომალდებით ამ სახელმწიფოს უნებართვოდ თითოეული სახელმწიფო თავის წესებში ამ მუხლის მიმართ განსაზღვრავს, თუ რა ითვლება სამხედრო საჭურვლად ან სამხედრო მასალებად, ამასთან ერთგვაროვნების მიზნით სათანადოდ ითვალისწინებს ისეთ რეკომენდაცმიებს, რომლებიც დროდადრო შეიძლება შეიმუშაოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ;
b) თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უშიშროების მიზნით იტოვებს უფლებას, მოაწესრიგოს ან აკრძალოს თავის ტერიტორიაზე ან მის თავზე a) პუნქტში ჩამოთვლილის გარდა სხვა საგნების გადატანა, იმ პირობით, რომ ამ მხრივ არ იქნება განსხვავება საერთაშორისო ნავიგაციაში ჩართულ ეროვნულ საჰაერო ხომალდებსა და სხვა სახელმწიფოთა ხომალდებს შორის, რომლებიც ასევე არიან ჩართული საერთაშორისო ნავიგაციაში, აგრეთვე იმ პირობით, რომ არ დაწესდება არავითარი შეზუდვები, რომლებმაც შეიძლება დააბრკოლოს საჰაერო ხომალდებით იმ აპარატურის გადატანა და გამოყენება, რომელიც საჭიროა საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა ან ნავიგაციისათვის, ან ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა