ხომალდების
რადიომაუწყებლობა
a) ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებს, რომლებიც სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ან მის თავზე იმყოფებიან, შეიძლება ჰქონდეთ რადიოგადამცემი აპარატურა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ, სადაც რეგისტრირებულია საჰაერო ხომალდი, გაცემულია ასეთი აპარატურის დაყენებისა და გამოყენების ნებართვა. იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის თავზეც ხორციელდება ფრენა, რადიოგადამცემი აპარატურა გამოიყენება ამ ქვეყნის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
b) რადიოგადამცემი აპარატურის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მფრინავთა ეკიპაჟის წევრებს, რომლებსაც აქვთ იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, სადაც რეგიტსტრირებულია საჰაერო ხომალდ