გამოძიება

რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდში მომხდარი შემთხვევის დროს, თუ ეს შემთხვევა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდა და სიკვდილი ან სხეულის სერიოზული დაშავება მოჰყვა ან ადასტურებს საჰაერო ხომალდის თუ აეროსანავიგაციო საშუალებების სერიოზულ ტექნიკურ დეფექტს, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიზეც მოხდა შემთხვევა, იძიებს შემთხვევის გარემოებებს, იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც შეიძლება რეკომენდებული იყოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რამდენადაც ეს დაშვებულია კანონმდებლობით სახელმწიფოს, რომელშიც რეგიტსტრირებულია საჰაერო ხომალდი, საშუალება ეძლევა დანიშნოს გამოძიების მეთვალყურენი, ხოლო სახელმწიფო, რომელიც საქმეს იძიებს, ამ სახელმწიფოს უგზავნის გამოძიების ანგარიშს და დასკვნა