a) მეორე ხელშემკველი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის გავლით საჰაერო ხომალდები დროებით ბაჟის გადაუხდელად დაიშვებიან ამ სახელმწიფოს საბაჟო წესების შესაბამისად. სათბობი, საპოხი ზეთები, სათადარიგო ნაწილები, კომპეტენტური მოწყობილობა და მარაგი, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდშია მეორე ხელშემკვრელი სახელმწმიფოს ტერიტორიაზე ჩასვლისას და ხომალდში რჩება ამ სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლისას, თავისუფთლდება ბაჟისაგან, გასინჯვის მოსაკრებლისაგან და სხვა ასეთი სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბაჟისაგან და მოსაკრებლებისაგან. ეს განთავისუფლება არ გამოიყენება არავითარი გადმოტვირთვული ტვირთის მიმართ მისი რაოდენობისა და დასახელების მიუხედავად, იმ შემთხვევების გარდა, რომლებსაც მოცემული სახელმწიფოს საბაჟო წესები ითვალისწინებენ, რომლებიც მოითხოვენ, რომ ტვირთს საბაჟო მეთვალყურეობა გაეწიოს.
b) სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობა, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეაქვთ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოს საჰაერო ხომალდში დასადგმელად ან გამოსაყენებლად, რომლებიც საერთაშორისო აერონავიგაციაშია ჩაბმული, თავისუფლდება ბაჟისაგან იმ პირობით, თუ დაცული იქნება მოცემული სახელმწიფოს წესები, რომლებშიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ მოცემულ საგნებს საბაჟო მეთვალყურეობა და კონტროლი დაუწესდე