და
სხვა
ამგვარი
მოსაკრებლები
ხელშემკვრელი სახელმწიფოს ყოველი აეროპორტი, რომელიც ღიაა მისი ეროვნული საჰაერო ხომალდების საზოგადოებრივი გამოყენებისათვის, 68-ე მუხლის დებულებათა შესაბასმისად, ღიაა აგრეთვე ერთგვაროვანი პირობებით ყველა სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებისათვის. ასეთასავე ერთგვაროვან პირობებს იყენებენ ხელშემკვრელი სახელმწიფოების საჰაერო ხომალდები ყველა აეროსანავიგაციო საშუალების, რადიო და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის ჩათვლით, რომლებიც შეიძლება საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოიყოს აერონავიგაციის უსაფრთხოებისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფის მიზნით.
არავითარი მოსკრებლები, რომლებიც შეიძლება გადაახდევინოს ან ნება დართოს ხელშემკვრელმა სახელმწიფომ იმისათვის, რომ ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებმა ისარგებლონ ასეთი აეროპორტებით და აეროსანავიგაციო საშუალბებით, არ უნდა აღემატებოდეს:
a) იმ საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე არ დაფრინავენ, მოსაკრებლებს, რომლებიც შეიძლება გადაახდევინონ ანალოგიურ ხაზებზე მომუშავე იმავე კლასის თავის ეროვნულ საჰაერო ხომალდებს;
b) იმ საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო ხაზხებზე დაფრინავენ, მოსაკრებლებს, რომლებსაც თავის ეროვნულ საჰაერო ხომალდებს გადაახდევინებენ ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე.
ყოველგვარ ასეთ მოსაკრებლებზე ინფორმაცია ქვეყნდება და ეცნობება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამასათან, დაინტერესებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს განცხადბით მოსაკრებლებს, რომლებსაც აეროპორტებისა და სხვა საშუალებებისათვის ახდევინებენ, განიხილავს საბჭო, რომელიც ამის თაობაზე მოხსენებას წარადგენს და რეკომენდაციას აძლევს დაინტერესებულ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოებს განსახილველად არც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ ახდევინებს რაიმე ბაჟს, გადასახადს თუ სხვა მოსაკრებლებს მარტოოდენ მის ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებისათვის ან მის ტერიტორიაზე შესვლისა და მისი ტერიტორიდან გასვლისათვის ხელშემკრელი სახელმწიფოს რომელიმე საჰაერო ხომალდს, ან ამ ხომალდებში მყოფ მგზავრებს თუ ქონებისათვი