წესები

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, განახორციელოს ღონისძიებანი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველი საჰაერო ხომალდი, რომელიც მისი ტერიტორიის ფარგლებში დაფრინავს ან მანევრირებს, აგრეთვე ყოველი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მისი ეროვნული ნიშანი აქვს, სადაც უნდა იმყოფებოდეს ასეთი საჰაერო ხომალდი, იცავდეს მოცემულ ადგილას მოქმედ წესებსა და რეგლამენტებს, რომლებიც საჰაერო ხომალდების ფრენასა და მანაევრირებას ეხება. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, დაიცვას მაქსიმალურად შესაძლებელი ერთგვაორვნება ამ დარგში თავისი საკუთარი წესებით და იმ წესების ერთგვაროვნება, რომლებიც დროდარო დგინდება ამ კონვენციის საფუძველზე. ღია ზღვის თავზე მოქმედად ითვლება წესები, რომლებიც ამ კონვენციის შესაბამისად არის დადგენილი. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, უზრუნველყოს იმ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებიც არღვევენ მოქმედ რეგლამენტებ