საბაჟო

აეროპორტში

იმ შემთხვევის გარდა, როცა ამ კონვენციის ან სპეციალური ნებართვის პირობების შესაბამისად საჰაერო ხომალდებს უფლება ეძლევათ გადაკვეთონ დაუჯდომლად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორია, ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედის, და ამას მოითხოვს ამ სახელმწიფოს წესები, ჯდება აეროპორტში, რომელზეც მიუთითებს ეს სახელმწიფო, რათა გაიაროს საბაჟო, ან სხვა კონტროლი. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლისას ასეთი საჰაერო ხომალდი იმავე წესით ტოვებს საბაჟო აეროპორტს. ცნობებს ყველა აღნიშნული საბაჟო აეროპორტის შესახებ სახელმწიფო აქვეყნებს და უგზავნის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ამ კონვენციის II ნაწილის შესაბამისად, რათა გადასცეს ყველა სხვა ხელემკვრელ სახლმწიფო