ფრენის

უფლება

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თანახმაა, რომ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების ყველა საჰაერო ხომალდს, რომლებიც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე არ დაფრინავენ, უფლება აქვთ, ამ კონვენციის დებულებათა შესრულების პირობებში, იფრინონ მის ტერიტორიაზე ან სატრანზიტო პირდაპირი ფრენა განახორციელონ მის ტერიტორიაზე და დახდნენ არაკომერციული მიზნებით, რასაც წინასწარი ნებართვა არ სჭირდება, იმ პირობით, რომ სახლმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ფრენა, უფლება აქვს მოითხოვოს ხომალდის დაჯდომა. ამასთანავე, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებას ინარჩუნებს ფრენის უსაფრთხოების მოსაზრებით საჰაერო ხომალდებს, რომლებიც მიუწვდომელ და სათანადო აეროსანავიგაციო საშუალებებს მოკლებულ რაიონებში აპირებენ ფრენას, მოსთხოვონ, რომ გათვალიწინებული მარშრუტით იფრინონ ან სპეციალური ნებართვა მიიღონ ასეთი ფრენისათვის.

ასეთი საჰაერო ხომალდები, თუ მათ მგზავრები გადაჰყავთ, ტვირთი ან ფოსტა გადააქვთ გასამრჯელოთი ან იჯარით, მაგრამ არა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლით გათვალისწინებული პირობებით, მე –7 მუხლის დებულებათა შესაბამისად, სარგებლობენ, აგრეთვე პრივილეგიით თვითმფრინავში ჩასხან ან გადმოსხან მგზავრები, ჩატვირთონ ტვირთი ან ფოსტა იმ პირობით, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც ასეთი ჩატვირთა – განტვირთვა ხდება, უფლება აქვს დაადგინოს ისეთი წესები, პირობები თუ შეზღუდვები, რომლებსაც სასურველად ჩათვლი