1. საავიაციო ტექნიკას (ნაკეთობას) შეიძლება ჩაუტარდეს:

ა) რეგლამენტირებული რემონტი – ტარდება საექსპლუატაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული პერიოდულობითა და მოცულობით, მიუხედავად საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ტექნიკური მდგომარეობისა რეგლამენტირებული რემონტის დაწყების მომენტში;

ბ) არარეგლამენტირებული რემონტი – ტარდება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისას გამოვლენილი გაუმართაობის ან ტექნიკურ პირობებთან შეუსაბამობის გამოვლენისას, ასევე, მექანიკური დაზიანების არსებობისას.

2. სარემონტო სამუშაოების დაწყების დრო და მოცულობა განისაზღვრება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისა