(2) არარეგულარული გადაყვანები ორმხრივი ან ტრანზიტული მიმოსვლისას არ საჭიროებს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება:
ა) რეისებს, განხორციელებულს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გადაყავს მგზავრთა ერთი და იგივე ჯგუფი მთელი მარშრუტის განმავლობაში მათი გამგზავრების საწყის პუნქტში მიყვანით (წრიული რეისები დახურული კარებით).
ბ) მიმოსვლას, რომლის დროსაც მგზავრობა პირდაპირი მიმართულებით სრულდება მგზავრობის ჩასხდომით, ხოლო მგზავრობა უკუმიმართულებით მგზავრების გარეშე, ან
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლას მგზავრების გარეშე, იმავე გადამზიდავის მიერ ადრე გადაყვანილი მგზავრების ჩასხდომისა და გამგზავრების პუნქტში მათი უკან გადაყვანის მიზნით.
(3) არარეგულარული გადაყვანისას აკრძალულია მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსვლა, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აძლევს ამის ნებართვას.
(4) არარეგულარული მიმოსვლა, რომელიც არ შეესაბამება მე-2 პუნქტში მოცემულ პირობებს, ყველა შემთხვევაში საჭიროებს მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვას. განცხადება ნებართვის გაცემაზე აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს არაუგვიანეს ექვსი კვირისა მიმოსვლის გახსნამდე.
(5) განაცხადები მე-4 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
1. გადამზიდავის გვარი და სახელი ან ფირმის დასახელება, აგრეთვე მისი ზუსტი მისამართი, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ტურის ორგანიზატორის დასახელება, რომელმაც მისცა სატრანსპორტო დავალება;
2. სახელმწიფო, რომელშიც ყალიბდება მგზავრობის ჯგუფი;
3. რეისის საწყისი დანიშნულების პუნქტები;
4. სვლაგეზი, საზღვრის გადაკვეთის პუნქტების ჩვენებით;
5. პირდაპირი და უკუმიმართულებით მგზავრების თარიღები;
6. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;
7. საექსპლუატაციო ავტობუსებში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები.
(6) საკონტროლო დოკუმენტები არარეგულარული მიმოსვლისათვის, რომლებიც მე-2 პუნქტის თანახმად არ საჭიროებს ნებართვებს, შეთანხმებული უნდა იქნეს მე-14 პუნქტის შესაბამისად დაფუძნებული შერეული კომისიის ფარგლებშ