(2) ნებართვა აუცილებელია თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე და თითოეულ საწევარზე. იგი ძალაშია ერთდროულად მის მიერ ბუქსირებული მისაბმელისათვის ან ნახევარმისაბმელისათვის მისი რეგისტრაციის ადგილისაგან დამოუკიდებლად.
(3) ორმხრივი ან ტრანზიტული მიმოსვლის დროს ერთი ნებართვა ძალაშია რეისების ნებისმიერი რიცხვისათვის დადგენილი პერიოდის განმავლობაში (დროებითი ნებართვა) ან ერთი ან რამდენიმე რეისისათვის პირდაპირი და უკუმიმართულებით ნებართვაში მითითებული პერიოდის განმავლობაში (სარეისო ნებართვა).
(4) გადაზიდვა მეორე სახელმწიფოსა და მესამე სახელმწიფოს შორის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვა ხორციელდება ჩვეულებრივი სამოძრაო გზით იმ სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან თუ ამის შესახებ გაცემულია განსაკუთრებული ნებართვა.
(5) ნებართვა არ იძლევა გადაზიდვების შესრულების უფლებას მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის.
(6) ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სატვირთო მიმოსვლისათვის აუცილებელია გადაზიდვების დოკუმენტები, რომელთა ფორმა უნდა შეესაბამებოდეს იმ ნიმუშს, რომელიც მიღებულია საერთაშორისო მასშტაბი