1. ის საგნებისა და მასალების, რომლებიც განკუთვნილი არიან რეკლამისათვის ან სწავლებისათვის (მაგალითად, ტვირთები გამოფენებისა და ბაზრობებისათვის), რომლებიც მიემართებიან ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლით;

2. ტვირთისა და აღჭურვილობისა, რომლებიც განკუთვნილია თეატრალური, მუსიკალური, კინო და საცირკო წარმოდგენებისათვის, მათი ჩატარების ადგილიდან ან ადგილამდე, აგრეთვე რადიოგადაცემების, კინოგადაღებების ან ტელეგადაცემების ჩატარების ადგილამდე ან ადგილიდან, რომლებიც მიემართებიან ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლით;

3. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა (უან გადატანა);

4. მიცვალებულების;

5. მედიკამენტების, სამედიცინო ინსტრუმენტების და მოწყობილობების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დახმარების აღმოჩენისათვის განკუთვნილი ტვირთების (კერძოდ, სტიქიური უბედურების შემთხვევაში).

(2) შერეულ კომისიას, მე-14 მუხლის თანახმად, შეუძლია გაათავისუფლოს ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან სხვა სახის გადაზიდვები