(2) ორმხრივი ან სატრანზიტო მიმოსვლისას რეგულარული გადაზიდვებისათვის საჭიროა მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების ნებართვა. ნებართვა გაიცემა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ხელშეკრულების შესაბამისი მონაწილე მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ნებართვა გაიცემა ხუთი წლის ვადით. იგი ასევე მოქმედებს იმ მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება, როგორც რეგულარული მიმოსვლა.

(3) მარშრუტის, გაჩერების პუნქტების, მოძრაობის განრიგის, ტარიფებისა და გადაყვანის პირობების შეცვლა მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას შესაბამისი მონაწილე მხარის კომპეტენტურ ორგანოებთან. ეს ასევე მოქმედებს მიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

(4) განაცხადები რეგულარული მიმოსვლის გახსნაზე, აგრეთვე განაცხადები მე-3 აბზაცის შესაბამისად, წარედგინება იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელშიც გადამზიდავს აქვს თავისი ადგილსამყოფელი. განაცხადები, ამავე გადამზიდავს აქვს თავისი ადგილსამყოფელი. განაცხადები, ამავე სახელმწიფო ტრანსპორტის სამინისტროს თვალსაზრისთან ერთად, ეგზავნება უშუალოდ მეორე სახელმწიფოს ტრასპორტის სამინისტროს.

(5) განაცხადები მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად უნდა შეიცავდნენ, კერძოდ, შემდეგ მონაცემებს:

1. გადამზიდავის გვარი და სახელი ან ფირმის დასახელება, აგრეთვე მისი ზუსტი მისამართი;

2. მიმოსვლის სახეობა;

3. მოქმედების დანიშნული ვადა;

4. ექსპლუატაციის პერიოდი და რეისების რიცხვი (მაგ. ყოველდღიური, ყოველკვირეული);

5. მოძრაობის განრიგი;

6. ზუსტი მარშრუტი (გაჩერების პუნქტები მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსვლისათვის), გაჩერების სხვა პუნქტები (საზღვრის გადაკვეთის პუნქტები);

7. ხაზის სიგრძე კილომეტრებში: რეისი იქით/რეისი უკან;

8. დღიური მონაკვეთის სიგრძე;

9. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;

9. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;

10. საექსპლუატაციო ავტობუსების საჯდომი ადგილების რაოდენობა;

11. გადაყვანის ღირებულება და პირობები (ტარიფები