(2) იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები, 1-ლ პუნქტში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებით, ასრულებენ რეისს უკუმიმართულებით სხვა ჯგუფების შემადგენლობაში შესაბამისი მონაწილე მხარის ან შესაბამისი მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების ნებართვით, მაშინ ეს არ მოქმედებს იმის განსაზღვრაზე, წარმოადგენს თუ არა მიმოსვლა ქანქარისებურს.

(3) ქანქარისებური მიმოსვლის შესრულებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვა. განაცხადი ნებართვის გაცემაზე საჭიროა უშუალოდ წარედგინოს მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმოსვლის გახსნამდე 60 დღით ადრე.

(4) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილ მონაცემებთან ერთად ქანქარისებურ მიმოსვლაზე ნებართვის გაცემის განაცხადი მე-3 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს რეისების შესრულების თარიღებს, რეისების რაოდენობას და მონაცემებს. პუნქტის (ების) და სასტუმროების ან სხვა ობიექტების შესახებ, რომლებშიც უნდა განთავსდნენ მგზავრები მათი იქ ყოფნის პერიოდში, ასევე იქ ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ.

(5) მხარეების მიერ მე-14  მუხლის თანახმად ჩამოყალიბებული შერეული კომისია შეათანხმებს ქანქარისებური გადაყვანების შესრულებაზე ნებართვების გაცემის პროცედურების პრინციპებს, ნებართვების ფორმულირებს, ასევე კომპეტენტურ ორგანოებს.

(6) პირველი პუნქტის შესაბამისად ქანქარისებური გადაზიდვის შესრულებისას გადამზიდავებმა თან უნდა იქონიონ მგზავრების სია, რომელზეც მეორე სახელწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას უნდა დაედოს ამ სახელმწიფოს სასაზღვრო ორგანოების შტამპ