1. საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობაზე) დადგენილია შემდეგი რესურსები:

ა) პირველ რემონტამდე - ნორმატიულ-ტექნიკური და/ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი ჯამური საათობრივი ნამუშევარი, საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ექსპლუატაციის დაწყებიდან მის (ჯამური საათობრივი ნამუშევარის) ამოწურვამდე, მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა;

ბ) რემონტშორისი – ნორმატიულ-ტექნიკური და/ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი ჯამური საათობრივი ნამუშევარი, საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) რემონტის დამთავრების შემდეგ ექსპლუატაციაში შეყვანიდან მის (ჯამური საათობრივი ნამუშევარის) ამოწურვამდე, მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა;

გ) დანიშნული – ნორმატიულ-ტექნიკური და/ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი ჯამური საათობრივი ნამუშევარი საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ექსპლუატაციაში დაშვებიდან მის (ჯამური საათობრივი ნამუშევარის) ამოწურვამდე, მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა;

დ) საგარანტიო-საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) საათობრივი ნამუშევარი, რომლის განმავლობაშიც დამამზადებელი ან საავიაციო სარემონტო ქარხანა (ორგანიზაცია) უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობაზე) დადგენილი მოთხოვნების შესრულებას.

2. საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობაზე) დადგენილია ესპლუატაციის შემდეგი ვადები:

ა) პირველ რემონტამდე ექსპლუატაციის ვადა – ნორმატიულ-ტექნიკური და/ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობა, დროის ის მონაკვეთი, რომელიც აითვლება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ექსპლუატაციაში დაშვების დღიდან მის (დადგენილი ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობის) ამოწურვამდე, მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა;

ბ) რემონტშორისი ექსპლუატაციის ვადა – ნორმატიულ-ტექნიკური და/ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობა, დროის ის მონაკვეთი რომელიც აითვლება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) რემონტის დამთავრებიდან მის (დადგენილი ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობის) ამოწურვამდე, მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა;

გ) დანიშნული ექსპლუატაციის ვადა – ნორმატიულ-ტექნიკური და/ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობა, დროის ის მონაკვეთი რომელიც აითვლება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ექსპლუატაციაში დაშვების დღიდან მის (დადგენილი ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობის) ამოწურვამდე, მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა;

დ) საგარანტიო – საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დამამზადებელი ან საავიაციო სარემონტო ქარხანა (ორგანიზაცია) უზრუნველყოფს საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობაზე) დადგენილი მოთხოვნების შესრულებას.

3. სათობრივი რესურსებისა და ექსპლუატაციის ვადების (პირველ კაპიტალურ რემონტამდე, რემონტშორისი და დანიშნული) გაგრძელების, ასევე ახალი საათობრივი რესურსებისა და ექსპლუატაციის ვადების (პირველ კაპიტალურ რემონტამდე, რემონტშორისი და დანიშნული) დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და წერილობით მითითებას გამოსცემს ავიაციის მთავარი ინჟინერი საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობის ინდივიდუალური დასკვნის საფუძველზ