1. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის მიხედვით, საავიაციო ტექნიკას (ნაკეთობას) შეიძლება ჩაუტარდეს:

ა) მიმდინარე რემონტი – სრულდება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) მუშა მდგომარეობის აღდგენის ან გამართულობის უზრუნველსაყოფად, მისი მაკომპლექტებელი ნაწილების აღდგენით ან/და შეცვლით;

ბ) საშუალო რემონტი – სრულდება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) გამართულობის აღსადგენად, შეზღუდული რესურსების მქონე შემადგენელი ნაწილების აღდგენით ან/და შეცვლით;

გ) კაპიტალური რემონტი – სრულდება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) გამართულობის აღსადგენად, ნებისმიერი საჭირო შემადგენელი ნაწილების აღდგენით ან/და შეცვლით.

2. საავიაციო ტექნიკა (ნაკეთობა):

ა) მიმდინარე რემონტის შესრულების შემდეგ დაიშვება ექსპლუატაციაზე დადგენილი რესურსისა და ექსპლუატაციის ვადის ფარგლებში;

ბ) საშუალო რემონტის ჩატარების შემდეგ დაიშვება ექსპლუატაციაზე არსებული რესურსისა და ექსპლუატაციის ვადის ფარგლებში ან დგინდება ახალი რემონტშორისი რესურსი და რემონტშორისი ექსპლუატაციის ვადა;

გ) კაპიტალური რემონტის შემდეგ დაიშვება ექსპლუატაციაზე ახალი რემონტშორისი რესურსისა და რემონტშორისი ექსპლუატაციის ვადის ფარგლებში.

3. მიმდინარე, საშუალო და კაპიტალური რემონტის სამუშაოების მოცულობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი რემონტშორისი რესურსების დადგენას, განისაზღვრება:

ა) სარემონტო და საექსპლუატაციო სახელმძღვანელოებით;

ბ) ავიაციის მთავარი ინჟინრის წერილობითი მითითებით მოქმედებაში მოყვანილი და აღიარებული მწარმოებლების, სხვადასხვა ექსპლუატანტებისა და საკონსტრუქტორო ბიუროების მიერ შემუშავებული საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციასთან და რემონტთან დაკავშირებული ბიულეტენებით;

გ) ავიაციის მთავარი ინჟინრის მიერ დამტკიცებული საავიაცო ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობის შემსწავლელი პროგრამებით;

დ) ავიაციის მთავარი ინჟინრის მიერ დამტკიცებული საავიაცო ტექნიკის საათობრივი რესურსებისა და ექსპლუატაციის ვადების (პირველ კაპიტალურ რემონტამდე, რემონტშორისი და დანიშნული) გაგრძელების ინდივიდუალური პროგრამებით;

ე) ავიაციის მთავარი ინჟინრის რემონტთან დაკავშირებული სხვა წერილობითი მითითებებითა და განკარგულებები