1. საავიაციო სარემონტო ქარხანას (ორგანიზაციას) უნდა გააჩნდეს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო რემონტის საშუალებები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

2. გამოსაყენებელი რემონტის საშუალებები უნდა იყოს დანომრილი (მარკირებული, პასპორტიზირებული) და ატესტატმინიჭებული.

3. რემონტის საშუალებები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პერიოდული შემოწმებებით, დაკალიბრებით, მომსახურებით, რემონტისა და შენახვის პირობების დაცვით. ასევე, განცალკევებული უნდა იქნეს ისეთი რემონტის საშუალებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

4. მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება ურღვევი მეთოდით შემოწმებისათვის, უნდა გადიოდნენ პერიოდულ მეტროლოგიურ შემოწმებას და დაკალიბრებას, რათა გარანტირებული იყოს გაზომვის სიზუსტე.

5. სამუშაო ადგილები, სადაც სრულდება ურღვევი მეთოდით შემოწმების პროცედურები მოწყობილობების გასაწყობად უნდა იყოს აღჭურვილი ეტალონები