1. საავიაციო სარემონტო ქარხანას (ორგანიზაციას) უნდა გააჩნდეს კვალიფიცირებული საწარმოო და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე, ხარისხის მართვისა და კონტროლის სპეციალისტების საკმარისი რაოდენობა.
2. სპეციალისტების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სარემონტო სამუშაოებზე დაშვება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულებაზე, მიღებაზე და ამ სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელობაზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სამუშაოების შესრულების უფლების მქონე კვალიფიცირებული და სერტიფიცირებული პირები.
4. შემსრულებელი და მაკონტროლებელი პირის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი სამუშაოების სირთულესა და სპეციფიკას.
5. სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) ხარისხის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებასთან და საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ექსპლუატაციასთან, უნდა იყვნენ შეყვანილი საკადრო რეესტრშ