1. საავიაციო სარემონტო ქარხანას (ორგანიზაციას) უნდა გააჩნდეს დაგეგმილი სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი მოცულობის საწარმოო ფართი, მათ შორის: ანგრები, საამქროები, საწყობები და პერსონალის შენობები, გასარემონტებელი საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) და სარემონტო საშუალებების განსათავსებლად განსაზღვრული ადგილები.

2. საწარმოო ფართი ზომებით, განლაგებით, განათებით, ტემპერატურით, ტენიანობით, სისუფთავით და სხვა პარამეტრებით უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

3. საწარმოო ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი ელექტროენერგიის კვების წყაროებითა და კომუნიკაციებით (შეკუმშული აირი, გათბობა, წყალი, სავენტილაციო, ხანძარსაწინაღო სისტემა და ა.შ.).

4. საწარმოო ფართი უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო ზონების უსაფრთხოებას (აფეთქების, ტოქსიკური ზემოქმედების, ხანძარსაწინააღმდეგო კონტროლისა და დაცვის სისტემებს).

5. საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) საამწყობრო უბნები გამოყოფილი უნდა იყოს ადგილებისგან, სადაც ხდება ნებისმიერი მექანიკური დამუშავება დაკავშირებული ლითონის ბურბუშელის, ლითონისა და აბრაზიული მტვერის, ასევე სხვა დაბინძურების წარმოქმნასთან. ამასთან, საწმენდი, სარეცხი და სამღებრო უბნები იზოლირებული უნდა იყოს სხვა სამუშაო უბნებისგან.

6. გამოყოფილი უნდა იყოს სასაწყობე შენობები, სახარჯი მასალების, პიროტექნიკური საშუალებების, მზა ნაკეთობების, ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების შესანახად.

7. სამუშაო შენობა-ნაგებობები უნდა იყოს დაპროექტებული და აღჭურვილი სამუშაოს აღსრულებისა და წარმოების მართვისათვის, ხარისხის კონტროლისათვის, პერსონალის არახელსაყრელი მეტეოპირობებისა და არასასურველი საწარმოო ფაქტორებისაგან დაცვისათვის, ასევე, დოკუმენტაციის საწარმოებლა