1. რემონტისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ დამამზადებლისა და შემმუშავებელის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული ან/და უკეთესი მახასიათებლების მქონე მასალები და მზა ნაკეთობები.
2. განსაზღვრული უნდა იყოს მასალების და მზა ნაკეთობების მომწოდებლებთან ურთიერთობის პროცედურები, ხარისხიანი პროდუქციის მოსაწოდებლად.
3. მასალებმა და მზა ნაკეთობებმა მათი მდგომარეობის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების, ტექნიკური მონაცემების, მოწოდების და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, გამოყენებამდე უნდა გაიარონ მიღების კონტროლი.
4. მიღების კონტროლის ჩატარება უნდა ხდებოდეს საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
5. სათადარიგო ნაწილების, მასალებისა და მზა ნაკეთობების შენახვისა და ტრანსპორტირების წესი უნდა მოიცავდეს:
ა) ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებითა და მოწოდების პირობებით მოცემული ქიმიური და ფიზიკური თვისებების, გეომეტრიული პარამეტრების და მახასიათებლების შენარჩუნებას;
ბ) დაზიანებისგან და დაბინძურებისგან დაცვას;
გ) თანმხლები დოკუმენტაციის, დამღების, საჭდების, ეტიკეტებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების დაცვას;
დ) დაკომპლექტების შენარჩუნებას და შეცდომის გამორიცხვას;
ე) კონდიციური და არაკონდიციური დეტალების, სათადარიგო ნაწილების, მზა ნაკეთობებისა და მასალების განცალკავებულ შენახვას.
6. რემონტის პროცესში რეგლამენტირებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ დეტალების და მაკომპლექტებელი ნაწილების განსაზღვრა, რომლებიც არ არის დანომრილი და პასპორტიზირებულ