1. რემონტის შემდეგ, საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) თითოეულ ეგზემპლარზე სრული მოცულობით უნდა შესრულდეს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მიწისზედა (სასტენდო) გამოცდები. მიწისზედა (სასტენდო) გამოცდების შედეგების მიხედვით, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
2. რემონტის შემდგომ, თითოეულმა საჰაერო ხომალდმა საფრენოსნო-საგამოცდო პროგრამის სრული მოცულობით უნდა გაიაროს საფრენოსნო გამოცდები. საფრენოსნო გამოცდებით უნდა დადასტურდეს საჰაერო ხომალდის, მისი საავიაციო ძრავების, სისტემებისა და მოწყობილობების საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთან.
3. საჰაერო ხომალდის საფრენოსნო გამოცდების დროს გამოვლენილი ყველა გაუმართაობა და ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება შესაბამის დოკუმენტაციაში და აღმოიფხვრება ხარისხის კონტროლის სამსახურის ზედამხედველობით. საფრენოსნო-საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადახრების აღმოფხვრის შემდეგ, საჰაერო ხომალდი ექვემდებარება განმეორებით საფრენოსნო/მიწისზედა გამოცდებს.
4. გამოცდილი საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) პარამეტრები, ტექნიკური და საფრენოსნო მონაცემები უნდა დაფიქსირდეს საწარმოო-საკონტროლო და საექსპლუატაციო დოკუმენტაციაში.
5. გამოცდების შედეგების მიხედვით, საწარმოო-საკონტროლო დოკუმენტაცია თან ერთვის საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) რემონტის საქმეს.
6. საფრენოსნო-საგამოცდო და საავიაციო ძრავის (ძრავების) საგამოცდო სადგურები უნდა შეესაბამებოდნენ მათ მიმართ მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ჰქონდეთ გავლილი ატესტაცია, გააჩნდეთ შესაბამისი სერტიფიკატები და დაშვებებ