ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დადგენილი მოთხოვნები – მოთხოვნები საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) საფრენოსნო ვარგისიანობის შენარჩუნების და აღდგენის შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესით და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით;

ბ) დამამზადებელი – საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) მწარმოებელი;

გ) ექსპლუატაციაში დაშვება – საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) პირდაპირი დანიშნულებით ექსპლუატაციისათვის ნებართვა;

დ) მზა ნაკეთობა – დამამზადებლის მიერ დასრულებული ან/და საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) მიერ გარემონტებული და სრულად დაკომპლექტებული პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს დამამზადებლის ან/და შემმუშავებლის მიერ დადგენილ სტანდარტებს და შემსყიდველის მოთხოვნებს;

ე) ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია – კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები (შეთანხმებები), აგრეთვე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სამართლებრივი აქტები, ბიულეტენები, საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური საკითხების გადაწყვეტის საქმესთან, ტექნიკურ მოთხოვნებთან და ტექნიკურ დავალებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ტექნიკური ჩანაწერები, ავიაციის მთავარი ინჟინრის წერილობითი მითითებები;

ვ) რემონტი – კომპლექსური ოპერაციები/სამუშაოები საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) მუშა მდგომარეობის, გამართულობის ან/და რესურსების აღდგენის უზრუნველსაყოფად;

ზ) რემონტის საქმე – შევსებული და გაფორმებული საწარმოო-საკონტროლო დოკუმენტაციის კომპლექტი;

თ) რემონტის საშუალებები – ტექნოლოგიური მოწყობილობები, აღჭურვილობა, საგამოცდო სტენდები, სამარჯვები, ინსტრუმენტები, გაზომვის, კონტროლის და მიწისზედა მომსახურების საშუალებები;

ი) საავიაციო დაზიანების საშუალებები – მართვადი და კორექტირებადი ძირითადი და სპეციალური დანიშნულების საავიაციო რაკეტები და ბომბები, საავიაციო ტორპედოები, საავიაციო უმართავი რაკეტები, თავისუფალი ვარდნის ავიაბომბები, ცეცხლგამჩენი ავზები, ნაღმები, საავიაციო საარტილერიო იარაღის ვაზნები და მათი მაკომპლექტებელი ელემენტები;

კ) საავიაციო საინჟინრო ტექნიკური შემადგენლობა – სახელმწიფო ავიაციის შემადგენლობა (ინჟინერი, ტექნიკური ინსპექტორი, ტექნიკოსი, მექანიკოსი, ლაბორანტი, ოპერატორი და სხვა ავიასპეციალისტები), რომელიც ყალიბდება სათანადოდ მომზადებული პირებისგან და გააჩნიათ საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ტექნიკური ექსპლუატაციის უფლება;

ლ) საავიაციო სარემონტო ქარხანა (ორგანიზაცია) – საქართველოში არსებული საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობაზე) რემონტის შემსრულებელი ქარხანა (ორგანიზაცია) რომლის საქმიანობა შესაბამისობაშია ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;

მ) საავიაციო ტექნიკა (ნაკეთობა) – საჰაერო ხომალდი, საავიაციო ძრავები, აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები, აგრეგატები და სისტემები, საჰაერო ხომალდების მოწყობილობა (საჰაერო ხომალდებიდან მოხსნილი ან სტანციონალურად დაყენებული), საავიაციო დაზიანების საშუალებები, საწაფი;

ნ) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავის შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (თუ გამოიყენება);

ო) საექსპლუატაციო დოკუმენტაცია – საავიაციო ტექნიკის საფრენოსნო და ტექნიკური ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურების მარეგლამენტირებელი დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს საექსპლუატაციო შეზღუდვებს, პროცედურებს და რეკომენდაციებს;

პ) საკადრო რეესტრი – ცნობების შემცველი დოკუმენტი საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) ხელმძღვანელობაზე და პერსონალზე, რომელთაც გააჩნიათ გარემონტებული საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) ექსპლუატაციაში დაშვების გაფორმების უფლება;

ჟ) საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია – საკონსტრუქტორო დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებიც დანიშნულებიდან გამომდინარე, შეიცავენ საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) შემუშავების, დამზადების, კონტროლის, გამოცდის, მიღების, ექსპლუატაციის და რემონტისათვის აუცილებელ მონაცემებს;

რ) საფრენოსნო ვარგისიანობა, გამართულობა – საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) მდგომარეობა, რომლის დროსაც ის დადგენილ კონსტრუქციას შეესაბამება და უსაფრთხოდ ექსპლოატაციის უზრუნველყოფა შეუძლია, შეესაბამება საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, გააჩნია რესურსის და ექსპლუატაციის ვადის მარაგი, აღმოფხვრილია ყველა გამოვლენილი დაზიანება და მტყუნება;

ს) საწარმოო-საკონტროლო დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს რემონტამდე საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) მდგომარეობის, შესრულებული სამუშაოების წესების, მოცულობის და კონტროლის შედეგების შესახებ;

ტ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი (შემდგომ – საჰაერო ხომალდი) – აპარატი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალება), რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში;

უ) ტექნიკური ექსპლუატაცია – ექსპლუატაციის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) მომზადებასა და ტექნიკურად სწორ გამოყენებას, ტექნიკური მომსახურების მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციითა და ბიულეტენების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზებას, საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) შენახვას, ტრანსპორტირებას;

ფ) ტექნიკური მომსახურება – ოპერაციების/სამუშაოების კომპლექსი, რომელიც მიმართულია საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) გამართულობის მხარდასაჭერად ტექნიკური ექსპლუატაციის დროს. ტექნიკური მომსახურება ითვლება ტექნიკური ექსპლუატაციის შემადგენელ ნაწილად და მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდერნიზების და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;

ქ) ტექნიკური მომსახურების საშუალებები – აღჭურვილობა, სტენდები, საკონტროლო-შესამოწმებელი და საკონტროლო გამზომი აპარატურა, სამარჯვები, საერთო გამოყენების მიწისზედა მომსახურების საშუალებები (სითხეების, აირების გამართვის, ელექტროენერგიის მომარაგების, გაგრილების სისტემები, გამწე-საბუქსირე, ამწევი სატრანსპორტო, ხანძარსაწინააღმდეგო, სამაშველო, გაწმენდის და სპეციალური დამუშავების მანქანები);

ღ) ტექნოლოგიური დოკუმენტაცია – სარემონტო და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც განკუთვნილია საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) მიერ რემონტის ჩატარებისათვის და საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) რემონტის შემდგომი კონტროლისათვის;

ყ) შემმუშავებელი - საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) დამპროექტებელი;

შ) ხარისხის კონტროლის სისტემა – ორგანიზაციის ხედვის, სტრუქტურის, პასუხისმგებლობის, რესურსების, ტექნიკური მომსახურების პროცედურებისა და პროცესების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) მიერ ხარისხის მართვას;

ჩ) ხარისხის კონტროლის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტაცია – საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) დოკუმენტაცია, რომლითაც დადგენილია ხარისხის კონტროლის სისტემა.

თავი II

რესურსები და ექსპლუატაციის ვადები და მათი აღრიცხვის წე