1. საქართველოს სახელმწიფო ავიაციის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების რემონტის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო ავიაციის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდები) რემონტის და რემონტთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა უწყებამ (შემდგომში – ექსპლუატანტი), საჰაერო ხომალდების რემონტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელონ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა