ზონები

a) ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სამხედრო საჭიროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოსაზრებით შეუძლია ერთგვაროვან საფუძველზე შეზღუდოს ან აკრძალოს სხვა სახელმწიფოთა საჰაერო ხომალდების ფრენა თავისი ტერიტორიის გარკვეული ზონების თავზე იმ პირობით, რომ ამ მხრივ არავითარი სხვაობა არ იქნება მოცემული სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო საჰაერო ფრენასა და დანარჩენი ხელშემკვრელი სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების ფრენას შორის, რომლებიც ანალოგიურ ხაზებზე დაფრინავენ ასეთ აკრძალულ ზონებს გონივრული ფართობი და ადგილმდებარეობა აქვთ, რათა აუცილებლობის გარეშე დაბრკოლებანი არ შეექმნას აერონავიგაციას. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთი აკრძალული ზონების აღწერა, აგრეთვე მათი ყოველგვარი შემდგომი შეცვლა რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეცნობებათ დანარჩენ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს და სამოქალაქო ავიაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს.

b) ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამასთან ინარჩუნებს უფლებას განსაკუთრებულ გარემოებათა დროს ან საგანგებო წესების პერიოდში ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის დაუყოვნებლივ დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს ფრენა მთელ თავის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვა ან აკრძალვა გამიოიყენება ყველა სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების მიმართ, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად.

c) ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს იმ წესების საფუძველზე, რომლებიც მან შეიძლება დაადგინოს, შეუძლია a) ან b) პუნქტებში მითითებულ ზონაში შესავალ ნებისმიერ საჰაერო ხომალდს მოსთხოვოს, დაჯდეს რაც შეიძლება სწრაფად რომელიმე მითითებულ აეროპორტში თავისი ტერიტორიის ფარგლებშ