ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა საჰაერო ხომალდებს არ მისცეს თავის ტერიტორიაზე ხომალდში მგზავრების ჩასხდომის, ფოსტისა და ტვირთის გადაზიდვის ნებართვა, რომლებიც ანაზღაურებით ან ქირით გადაჰყავთ და გადააქვთ და სხვა დანიშნულების პუნქტი აქვთ მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს არ დადოს არავითარი შეთანხმება, რომელიც საგანგებოდ მიანიჭებს რომელიმე სხვა სახელმწიფოს თუ სხვა სახელმწიფოთა ავისაწარმოს ნებისმიერ ასეთ პრივილეგიას განსაკუთრებულ საფუძველზე, და არ მიიღოს ასეთი განსკუთრებული პრივილეგია რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგა