სარჩელის

გამო

ყადაღისაგან

განთავისუფლება

a) საერთაშორისო აერონავიგაციის განხორციელების დროს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ყოველგვარი ნებადართული ჩაფრენა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ნებადართული სატრანზიტო ფრენა ასეთი სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, დაჯდომით თუ დაუჯდომლად, არ იწვევს ამ საჰაერო ხომალდზე ყადაღის დადებას ან დაკავებას, რაიმე სარჩელის წარდგენას ხომალდის მესაკუთრესა და ექსაპლუატანტისათვის ან რაიმე სხვა ჩარევას ამ სახელმწიფოს ან მის ტერიტორიებზე მყოფი რომელიმე პირის მხრიდან ან მათი სახელით იმ საფუძველზე, რომ საჰაერო ხომალდის კონსტრუქცია, მექანიზმები, კვანძები, დამხმარე მოწყობილობა ან მისი ექსპლუატაცია არღვევს პატენტის, სამრეწველო ნიმუშის თუ მოდელის უფლებას, რომლებიც სათანადო წესით გაიცა ან რეგისტრირებულია სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც ჩავიდა ეს საჰაერო ხომალდი, ამ დროს იგულისხმება, რომ სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ჩავიდა ასეთი საჰაერო ხომალდი, არავითარ გარემოებაში არ მოითხოვს საწინდარს ყადაღის დადების თუ საჰაერო ხომალდის დაკავებისაგან ზემოხსენებული განთავისუფლების გამო.

b) ამ მუხლის a) პუნქტის დებულებანი ვრცელდება აგრეთვე საჰაერო ხომალდის სათადარიგო ნაწილების და სამარაგო მოწყობილობის შენახვაზე და მათი გამოყენების უფლებაზე და ნებისმიერ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდს რემონტის დროს, იმ პირობით, რომ ნებისმიერი დაპატენტებული დეტალი ან მოწყობილობა, რომლებიც ასეთი წესით ინახება, არ გაიყიდება ან არ გავრცელდება ქვეყნის შიგნით და ექსპორტირებული არ იქნება ხელშემკვრელი სახელმწიფოდან ან კომერციული მიზნით, რომლის ტერიტორიტაზეც ჩავიდა ეს საჰაერო ხომალდი;

c) პრივილეგიები, რომლებსაც ეს მუხლი ითვალისწინებს, ვრცელოდება ამ კონვენცის მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოებზე, რომლებიც ან 1) სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კონვენციის ან მის ნებისმიერი შესწორების მონაწილენი არიან, ან 2) მიღებული აქვთ საპატენტო კანონმდებლობა, რომელიც ცნობს ამ კონვენციის მონაწილე მეორე სახელმწიფოს მოქალაქეთა გამოგონებებს და უზრუნველყოფს ამ გამოგონებათა სათანადო დაცვა