უფლებები
და
მოვალეობანი
ასამბლეის უფლება-მოვალეობანია:
a) ყოველ სესიაზე აირჩიოს თავისი თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირნი;
b) IX თავის დებულებათა შესაბამისად აირჩიოს ხელშემკვრელი სახელმწიფოები საბჭოში წარმომადგენლობისათვის;
c) განიხილოს საბჭოს ანგარიშები და მიიღოს შესაბამისი ღონისძიებანი, აგრეთვე მიიღოს გადაწყვეტილებანი საბჭოს მიერ მისთვის გადაცემულ საკითხზე;
d) განსაზღვროს პროცედურის თავისი საკუთარი წესები და შექმნას დამხმარე კომისიები, რომლებსაც საჭიროდ ან სასურველად ჩათვლის;
e) კენჭისყრით დაამტკიცოს წლიური ბიუჯეტი და განსაზღვროს ორგანიზაციის ფინანსური ღონისძიებანი XII თავის დებულებათა შესაბამისად;
f) შეამოწმოს ორგანიზაციის ხარჯები და დაამტკიცოს საფინანსო ანგარიშები;
g) თავის შეხედულებისამებრ საბჭოს, დამხმარე კომისიებს ან რომელიმე სხვა ორგანოს გადასცეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისი საქმიანობის სფეროში შედის;
h) მიანიჭოს საბჭოს უფლებები და უფლებამოსილებანი, რომლებიც საჭირო ან სასურველია ორგანიზაციის მოვალეობათა შესასრულებლად, და ნებსმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს ასეთი დელეგირებული უფლებამოსილებანი;
i) შეასრულოს XIII თავის შესაბამისი დებულებები;
j) განიხილოს წინადადებანი ამ კონვენციის დებულებათა ცვლილებების და შესწორებათა თაობაზე და, მათი მიღების შემთხვევაში შესთავაზოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს XXI თავის დებულებათა შესესრულებლად;
k) განიხილოს ორგანიზაციის საქმიანობის სფეროში შემავალი ნებსმიერი საკითხი, რომლებიც კონკრეტულად არ შედის საბჭოს მოვალეობაში.