სავალდებულო
ფუნქციები
საბჭო:
a) ასამბლეაში წარადგენს წლიურ მოხსენებებს;
b) ასრულებს ასამბლეის მითითებებს და ამ კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს;
c) განსაზღვრავს თავის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საკუთარი პროცედურის წესებს;
d) ნიშნავს ავიასატრანსპორტო კომიტეტს, რომელიც იქმნება საბჭოს წევრთა წარმომადგენლებისაგან და მოვალეა მათ წინაშე, და განსაზღვრავს მის მოვალეობას;
e) ქმნის აეროსანავიგაციო კომისიის X თავის დებულებათა შესაბამისად.
f) განაგებს ორგანიზაციის ფინანსებს XII და XV თავების დებულებათა შესაბამისად;
g) განსაზღვრავს საბჭოს პრეზიდენტის სარგოს;
h) ნიშნავს მთავარ აღმასრულებელ თანამდებობრივ პირს, რომელშიც გენერალურ მდივნად იწოდება, აგრეთვე XI თავის დებულებათა შესაბამისად ღებულობს ზომებს სხვა ისეთი პერსონალის დასანიშნად, რომლის დანიშვნაც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს;
i) მოიძიებს, აგროვებს, შეისწავლის და აქვეყნებს ცნობებს, რომლებიც ეხება აერონავიგაციის განვითარებას და საერთაშორისო საჰაერო მომოსვლის ექსპლუატაციის საკითხებს, საექსპლუატაციო ხარჯების ცნობებისა და სახელმწიფო ფონდებიდან ავიასაწარმოებისათვის მიცემული სუბსიდიების შესახებ მონაცემების ჩათვლით;
j) აცნობებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ამ კონვენციის ნებისმიერი დარღვევის თაობაზე, აგრეთვე საბჭოს გადაწყვეტილებათა ან რეკომენდაციათა ნებისმიერი შეუსრულებლობის შესახებ;
k) მოახსენებს ასამბლეას ამ კონვენციის ნებისმიერი დარღვევის შესახებ, როდესაც ხელშემკვრელმა სახელმწიფომ სათანადო ზომები არ მიიღო დარღვევის შეტყობინებიდან გასული გონივრული ვადის განმავლობაში;
l) ამ კონვენციის VI თავის დებულებათა შესაბამისად ღებულობს საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას; გაიოლების მიზნით აწოდებს მათ ამ კონვენციის დამატებებს და ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ატყობინებს მიღებული ზომების შესახებ;
m) განიხილავს აეროსანავიგაციო კომისიის რეკომენდაციებს დამატებების შეცვლის თაობაზე და ღებულობს ზომებს XX თავის დებულებების შესაბამისად;
n) განიხილავს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ნებისმიერ საკითხს, რომელიც კონვენციას შეეხებ