შემადგენლობა

და

არჩევნები

a) საბჭო მუდმივი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ასამბლეის წინაშე. მასში შედის ასამბლეის მიერ არჩეული ოცდაერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო. არჩევნები ეწყობა ასამბლეის პირველ სესიაზე და შემდგომში – ყოველ სამ წელიწადში ერთხელ; ამრიგად არჩეული საბჭოს წევრები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ მომდევნო არჩევნებამდე;

b) საბჭოს წევრების არჩევისას ასამბლეა უზრუნველყოფს სათანადო წარმომადგენლობას: 1) სახელმწიფოებისათვის, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ საჰაერო ტრასპორტის სფეროში; 2) სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არ შევიდნენ სხვა საფუძველზე და, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო სამოქალაქო აერონავიგაციისათვის მომსახურების საშუალებათა გადაცემაში; 3) სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არ შევიდნენ სხვა საფუძველზე, და რომელთა დანიშნულება უზრუნველყონ საბჭოში მსოფლიოს ყველა ძირითადი გეოგრაფიული რაიონის წარმომადგენლობა. ნებისმიერი ვაკანსია საბჭოში ასამბლეის მიერ ივსება რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში; საბჭოში არჩეული ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თავის მოვალეობებს ასრულებს თავისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

საბჭოში ხელშემკვრელი სახელმწიფოს არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება აქტიურად დაკავშირებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ექსპლუატაციასთან ან ასეთ მიმოსვლაში ფინანსურად დაინტერესებულ