ფაკულტატური
ფუნქციები
საბჭოს შეუძლია:
a) როდესაც ეს მიზანშეწონილია და როგორც გამოცდილებას შეუძლია გვიჩვენოს, სასურველია, რეგიონალური ან სხვა საფუძველზე შექმნას მისდამი დაქვემდებარებული ავტოსატრასპორტო კომისიები და განსაზღვროს იმ სახელმწიფოთა ან ავიასაწარმოთა ჯგუფები, რომელთა დახმარებით ანდა რომელთა მეშვეობითაც საბჭოს შეეძლება ამ კონვენციის მიზნების განხორციელება;
b) აეროსანავიგაციო კომისიებს გადასცეს მოვალეობანი იმის დამატებით, რაც კონვენციაშია გადამოცემული, და ნებისმიერ დროს გააუქმოს და შეცვალოს ასეთი დელეგირებული უფლებამოსილებანი;
c) ჩაატაროს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საჰაერო ტრასპორტისა და აერონავიგაციის ყველა ასპექტის გამოკვლევა, თავისი გამოკვლევის შედეგები აცნობოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს და ხელი შეუწყოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლას საჰაერო ტრასპორტსა და აერონავიგაციის საკითხებზე;
d) შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს საერთაშორისო საჰაერო ტრასპორტის ორგანიზაციასა და ექსპლუატაციაზე, მათ შორის საერთაშორისო საკუთრებისა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ძირითად მარშრუტებზე ექსპლუატაციის საკითხების ჩათვლით და ასმბლეას წარუდგინოს წინადადებები ამ საკითხებზე;
e) ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით გამოიკვილოს ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც შეიძლება წარმოიქმნას საერთაშორისო აერონავიგაციის განვითარების თავიდან აცილებადი დაბრკოლებანი, და ამ გამოძიების შემდეგ გამოსცეს ისეთი ანგარიშები, როგორსაც სასურველად ჩათვლის.
კომის