იმუნიტეტები
და
პრივილეგიები
თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო, რამდენადაც ამის უფლებას მისი კონსტიტუციური წყობა იძლევა, მოვალეობას კისრულობს საბჭოს პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს და ორგანიზაციის სხვა პერსონალს მიანიჭოს ის იმუნიტეტები და პრივილეგიები, რომლებითაც სარგებლობს სხვა საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების შესაბამისი პერსონალი, თუ დაიდო ერთიანი საერთაშორისო შეთანხმება საერთაშორისო სამოქალაქო მოსამსახურეთა იმუნიტეტებისა და პრივილეგიების შესახებ, მაშინ პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ორგანიზაციის სხვა პერსონალისადმი მინიჭებული იმუნიტეტები და პრივილეგიები უნდა შეესაბამებოდეს იმ იმუნიტეტებს და პრივილეგიებს, რომლებიც მინიჭებული აქვთ ასეთი ერთიანი საერთაშორისო შეთანხმებით.