ვალდებულებანი
აეროსანავიგაციო კომისია:
a) განიხილავს წინადადებას ამ კონვენციის დამატებათა შეცვლის თაობაზე და ურჩევს საბჭოს მათ მიღებას;
b) ქმნის ტექნიკურ ქვეკომისიებს, რომლებშიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფო, თუ იგი ამას ისურვებს;
c) კონსულტაციებს აძლევს საბჭოს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან ყოველგვარი ცნობების შეგროვებისა და გადაცემის შესახებ, რომელთაც ის ჩათვლის საჭიროდ და სასარგებლოდ აერონავიგაციის განვითარებისათვის.