პრეზიდენტი

საბჭო ირჩევს თავის პრეზიდენტს სამი წლის ვადით. შეიძლება მისი გადარჩევა. მას არა აქვს ხმის უფლება. საბჭო თავისი წევრებიდან ირჩევს ერთ ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტს, რომლებიც ინარჩუნებენ ხმის უფლებას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს. სავალდებულო არ არის პრეზიდენტის არჩევა საბჭოს წევრთა წარმომადგენლებიდან, მაგრამ თუ ასეთი წარმომადგენელი არჩეულია პრეზიდენტის პოსტზე, მისი ადგილი ვაკანტურად ითვლება და მას იკავებს სახელმწიფო, რომელსაც იგი წარმომადგენლობდა.

პრეზიდენტის მოვალეობაა:

a) მოიწვიოს საბჭოს, ავიასატრასპორტო კომიტეტის და აეროსანავიგაციო კომისიის სხდომები;

b) იმოქმედოს, როგორც საბჭოს წარმომადგენელმა;

c) საბჭოს სახელით შეასრულოს საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციებ