შვეიცარიის ფედერალური საბჭო ამ კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაეროს სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გაეროს სამდივნოს აწვდის მის მიერ მიღებულ ყველა ცნობას ამ კონვენციის რატიფიცირების, დენონსირების ან მასთან შეერთების შესახებ.
ამის დასტურად, სათანადო რწმუნებების წარმდგენმა ქვემორე ხელისმომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას ან მიუერთდა მას.
დანართი I
სანიტარიული ზონებისა და ადგილების შესახებ შეთანხმების პროექ