ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსირება.

დენონსირების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფძედერალურ საბჭოს, რომელიც მას გადასცემს ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას.

დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მოცემული ქვეყანა კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული ოპერაციების დასრულების შემდეგ.

დენონსაციას ძალა ექნება მხოლოდ იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც მოახდინა იგი. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, ვინაიდან ისინი ცივილიზებულ ხალხთა შორის დამყარებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივი სინდისითაა ნაკარნახევ