განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002446742
საქმე №3ბ/2614-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - აბ-----------–---–-
წარმომადგენელი - ხ-------------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–---
მესამე პირი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
წარმომადგენელი - დ-------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მესამე პირის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით აბ-----------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
აბ-----------–---–- დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია 19---–-–---ან. მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად დევნილობამდე პერიოდში, დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის თანახმად, დაფიქსირებული იყო - ცხ-----–---–---------------.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ა-------------–---–-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების კანონიერებასთან დაკავშირებით.
20---–-–----------------------------–---–- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შევსებული იქნა შესაბამისი კითხვარი.
დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 20---–-–-------------- გასაუბრების კითხვარში აბ-----------–---–-- აღნიშნა, რომ დაიბადა 19---–--–----------–------------ წწ. სწავლობდა ქ.-–------–--------–----–--------–-–------------------–--------------–წ. სწავლობდა ბ-------------------------–-----------–-------------––-----–-----------–------–----------–-----–-----------–---------------––-----–-----------–------––---------–---------–--------------––-----–---------------–------------–--------–---------------–---------–----------–--–----------------------–-------–---–---–----–-----------–--------–---–---------–--------–-----------–-–--------------------–---------------–---------–-------–---–------------–-–--–-----–------------–----------–-------------–--------------------------------------------. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ.-–------––--–----------------------------------------–ი, რომელიც იყო მისი საკუთრება. ც------––- მისი მეზობლების სახელები და გვარები არ ახსოვს. ც------–- და------------–-ლს დაძაბული ვითარების გამო. აბ-----------–---–-ს განმარტებით, მისი მშობლები ცხოვრობდნენ სოფელ დ-–ში. მამამისმა შეიძინა ბინა ქ--–------––-, სადაც სკოლაში სწავლის პერიოდში ცხოვრობდა. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად კა---ს რაიონის ს------–-------–-.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისივე მიმართვის საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ 2018 წ-–----- აპრილს წერილობით აცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე არ დადასტურდა ა-------------–---–-ს ქ--–------––- მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
წარმოების განმავლობაში მიღებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების უფროსის 2----–-–------------–-------------------ოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აბ-----------–---–-სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–------------–-------- ბრძანებით აბ-----------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ’’ ქვეპუნქტების, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც უნდა შემოწმდეს განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელის მოთხოვნა დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს არა პირის რეგისტრაციის, არამედ მისი ფაქტობრივად ცხოვრების პირობებს უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20---–-–--------------–-- განჩინება საქმის ნომერი: ბს---------------)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ იმ გარემოებას, რომ აბ-----------–---–- დაიბადა 19---–--–----------–-------------––---–---–----------–------–--------–----–--------–-–------------------–--------------––---–---–---------------------------------–-----------–-------------––-----–-----------–------–----------–-----–-----------–---------------––. მუშაობდა ქ--–------––- მ------–ად. ხოლო, 1---------––-----–---------------–------------–--------–---------------–---------–----------–--–------------------------------- ს------–-------–-. შვ--–----–-----------–-. მისი შვილები საბავშვო ბაღში და სკოლაში დადიოდნენ კ---–-. მისი მეუღლე მ----ა შ-------–---–ი 1-------- წლებში მუშაობდა კ---–-, მე-----–-------------–-------------------------- თანამდებობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ.-–------––--–----------------------------------------–ი, რომელიც იყო მისი საკუთრება. ც------––- მისი მეზობლების სახელები და გვარები არ ახსოვს. ც------–- და------------–-ლს დაძაბული ვითარების გამო. აბ-----------–---–-ს განმარტებით მისი მშობლები ცხოვრობდნენ სოფელ დ-–ში. მამამისმა შეიძინა ბინა ქ--–------––-, სადაც სკოლაში სწავლის პერიოდში ცხოვრობდა. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად კა---ს რაიონის ს------–-------–-.
საქმეში წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, ა-------------–---–-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქ--–------–- არ წარმოადგენდა.
ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-------------–---–-, 19---–-–--დე და მას შემდგომ, თავისი ძირითადი ყოფითი პირობებით (ოჯახური კავშირებით, სამუშაო პირობებით და ა.შ.) დაკავშირებული იყო კა---ს რაიონის ს------–----------- და არა ქ--–------–----- რაც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, კა---ს რაიონის სოფელი მ------- მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს გააქარწყლებდა. სასამართლო განმარტავს, რომ ქ--–------––- ოჯახის საკუთრებაში უძრავი ნივთის არსებობა არ გამორიცხავს ა-------------–---–-ს სხვა ადგილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რადგან მუდმივად ცხოვრების ფაქტი, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირის ძირითადი (უმეტესი) დროის განმავლობაში ყოფნის და ძირითადი ყოფითი პირობების საფუძველზე განისაზღვრება.
რაც შეეხება მოწმეთა განმარტებებს, მოწმეთა განმარტებები ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის თვით მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებთან. ამასთან, მოწმეთა განმარტებით ისინი პერიოდულად ხედავდნენ ა-------------–---–- მისი ოჯახის წევრის სახლში ქ--–------––-, კერძოდ, სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა გ--------------–---- განაცხადა, რომ 18-- წლის შემდგომ აბ-----------–---–- იყო სავარაუდოდ დაჭერილი, 1------------–-–--–-- მას შვილი ჰყავდა ჩამოყვანილი ც------––- და მას შემდეგ გ--------------–---- ნახა რამდენიმეჯერ, ხოლო მოწმემ - ედ---------------–---–-ა განაცხადა, რომ აბ-----------–---–ს 19---–ლის შემდგომ ნახულობდა დაახლოებით თვეში ერთხელ, იქიდან გამომდინარე, რომ ე-----------------–---–- მუშაობდა თბილისში და ც------––- ხშირად არ ჩადიოდა.
,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამრიგად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე - ა-------------–---–-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხი და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-601 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე, 33-ე მუხლებზე და მიიშნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის სწორი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 2--------–----------რძანების ბათილად ცნობა, რომლითაც აბ-----------–---–ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. აბ-----------–---–ს სადავო აქტის გამოცემამდე მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი. 19---–-–--დე ცხოვრობდა ქ--–------––-, შა---------------–ი, რაც დასტურდება სხვადასხვა დოკუმენტით.
სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ დაადასტურა და სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ აბ-----------–---–ს ც------––- გააჩნდა უძრავი ქონება, ცხოვრობდა და მუშაობდა იქ, მაგრამ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განმარტა, რომ მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობდა ც------––- და დევნილობის მომენტის დადგომისას ც------–- არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ასეთი შეფასება არ არის სწორი. მოსარჩელემ ც------–----- დევნილობის გამო დაკარგა საცხოვრებელი სახლი, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელემ ც------––- დაამთავრა საღამოს სკოლა, იქვე მუშაობდა, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რის გამოც სასჯელის მოსახდელად იმყოფებოდა კა---ს რაიონის ს------–-------–- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ჩასახლებით). ოჯახი შექმნა ს------–-------–- (სადგურ მ------- დასახლებაში) სასჯელის მოხდის პერიოდში, ამავე პერიოდში (სასჯელის მოხდის პერიოდშივე) დაიბადნენ მოსარჩელის შვილები, რის გამოც ისინი ქ--–------––- ვერ იცხოვრებდნენ, ვინაიდან სასჯელის მოხდა განსაზღვრული იყო ს------–-------–- მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და არ შეეძლო ამ ადგილის მიტოვება. ს------–-------–- ცხოვრება იყო იძულებითი და არა აპელანტის სურვილით გამოწვეული.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნდა ქ--–------––-, რის დასადასტურებლადაც მიუთითებს ყოფილი სსრკ მოქალაქის პასპორტში გაკეთებულ ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნდა ქ--–-----––-, მისივე მისამართზე.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს და დაადასტურეს მოსარჩელის ც------––- ცხოვრების ფაქტი, რასაც სასამართლომ მისცა არასწორი ინტერპრეტაცია. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ როდესაც ისინი ც------––- ჩადიოდნენ, ხედავდნენ, რომ აპელანტი იქ ცხოვრობდა. მათ ასევე განმარტეს, რომ თვითონ ჩადიოდნენ ც------––- პერიოდულად და მაშინ ნახულობდნენ, რომ მოსარჩელეც იქ იმყოფებოდა. სასამართლომ კი განმარტა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ქ--–------––- პერიოდულად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებს. გარდა ამისა, ს------–-------–- მოსარჩელეს არ ჰქონია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ამჟამადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვის ბინაში. ხოლო, სამუშაოს გამო ს------–-------–- ყოფნა არ უნდა შეფასებულიყო როგორც მოსარჩელის მეტეხში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:
სსგს კა---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მონაცემებით, აბ-----------–---–-ს რეგისტრაციის მისამართია ც------–---–----------------
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლები.
დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით (------------------------------------------ წ.). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. საცხოვრებელი ადგილი იყო უფრო ფართო მნიშვნელობის, რომლის კონკრეტულ სახეს წარმოადგენდა „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონოდა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევდა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულო იყო პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არსებობა. ამასთან, პირის ნება - დაეფუძნებინა საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონოდა ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული იყო აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურებულიყო, მაგ: გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენდა მუდმივ მაცხოვრებელს. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეეძლო დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ამდენად, პირის მიერ საკუთარი ნებით, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპის საფუძველზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში იკარგებოდა დევნილად ცნობის მეორე სავალდებულო პირობა – იძულებით გადაადგილების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, სსგს კა---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მონაცემებით, აბ-----------–---–-ს რეგისტრაციის მისამართია ც------–---–---------------, მაგრამ მოსარჩელე 1---------––-----–---------------–------------–--------–---------------–---------–----------–--–------------------------------- ს------–-------–-. შვ--–----–-----------–-. მისი შვილები საბავშვო ბაღში და სკოლაში დადიოდნენ კ---–-. მისი მეუღლე მ----ა შ-------–---–ი 1-------- წლებში მუშაობდა კ---–-, მე-----–-------------–-------------------------- თანამდებობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ--–------––- ცხოვრობდა მარტო, ოროთახიან ბინაში, რომელიც იყო მისი საკუთრება. ც------––- მისი მეზობლების სახელები და გვარები არ ახსოვს. ც------–- და------------–-ლს დაძაბული ვითარების გამო. აბ-----------–---–-ს განმარტებით, მისი მშობლები ცხოვრობდნენ სოფელ დ-–ში. მამამისმა შეიძინა ბინა ქ--–------––-, სადაც სკოლაში სწავლის პერიოდში ცხოვრობდა. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან ერთად კა---ს რაიონის ს------–-------–-. ასევე, საქმეში წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, აბ-----------–---–-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქ--–------–- არ წარმოადგენდა.
რაც შეეხება მოწმეთა განმარტებებს, სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა გ--------------–---- განაცხადა, რომ 18-- წლის შემდგომ აბ-----------–---–- იყო სავარაუდოდ დაჭერილი, 1------------–-–ებში მას შვილი ჰყავდა ჩაყვანილი ც------––- და მას შემდეგ გ--------------–---- ნახა რამდენიმეჯერ, ხოლო მოწმემ - ედ---------------–---–-ა განაცხადა, რომ აბ-----------–---–ს 19---–ლის შემდგომ ნახულობდა დაახლოებით თვეში ერთხელ, იქიდან გამომდინარე, რომ ე-----------------–---–- მუშაობდა თბილისში და ც------––- ხშირად არ ჩადიოდა.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, აბ-----------–---–- 19---–-–--დე და მას შემდგომ თავისი ძირითადი ყოფითი პირობებით (ოჯახური კავშირებით, სამუშაო პირობებით და ა.შ.) დაკავშირებული იყო კა---ს რაიონის ს------–----------- და არა ქ--–------–----- რაც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად კა---ს რაიონის სოფელ მ------- მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამრიგად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა აბ-----------–---–-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხი და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი არ არსებობს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტები, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აბ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი