განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310018002242067(3ბ/522-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - თ--------ზ ნ--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - ა--------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით თ--------ზ ნ--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–მა წარმომადგენლის მეშვეობით 2017 წლის 1 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
2.2. 2017 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ 1----–-–--------------- დაიბადა ახალგორში, 1982 წელს იქორწინა ახალგორში, 1986 და 1987 წლებში შეეძინა შვილები ქ. თბილისში, 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში ს-----------------–----------------–ი, მისი მეუღლე 1986 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი, რომელიც ომის გამო, იძულებით დატოვა 2008 წლის 11 აგვისტოს.
2.3. ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიულმა ორგანომ, 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ზე გასცა ცნობა, სადაც აღნიშნა, რომ იგი 2008 წლის ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი.
2.4. ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 8 ივლისის დასკვნით, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი ხშირად ჩადიოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------–ი და ეწეოდა მეურნეობას, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
2.5. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 25 სექტემბერს წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი.
2.6. ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 21 სექტემბრის ცნობით, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი.
2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 ოქტომბერს წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ჭ---–---------------–---------ში.
2.8. წარმოების განმავლობაში მიღებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მოამზადა დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელე თ--------------------–---–-------ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
2.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის №---- ბრძანებას. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - თ--------ზ ნ--------–---–ის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დავალებასთან დაკავშირებით.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური (ოჯახური) კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
2.12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ 1----–-–--------------- დაიბადა ახალგორში, 1982 წელს იქორწინა ახალგორში, 1986 და 1987 წლებში შეეძინა შვილები ქ. თბილისში, 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში ს-----------------–----------------–ი, მისი მეუღლე 1986 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი, რომელიც ომის გამო, იძულებით დატოვა 2008 წლის 11 აგვისტოს. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის ოჯახი სადავო პერიოდში ცხოვრობდა ქ. თბილისში, მისი შვილები 1986 და 1987 წლებში დაიბადნენ ქ. თბილისში, 2000 წლიდან დღემდე იგი მუშაობს ქ. თბილისში, ს-----------------–----------------–ი, მისი მეუღლე 1986 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, ოჯახის ერთიანობის ზოგადი წესიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი მუდმივად ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი ცხოვრობდა ოჯახისაგან მუდმივად განცალკევებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 8 ივლისის დასკვნის თანახმად, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი ხშირად ჩადიოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------–ი და ეწეოდა მეურნეობას, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. იმავე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2017 წლის 25 სექტემბერს, წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 21 სექტემბრის ცნობით, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი. შესაბამისად, თვითონ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მისმა ტერიტორიულმა ორგანომ გააქარწყლა მის მიერ 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ზე გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნა, რომ იგი 2008 წლის ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი. ამასთან, სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა მოწმემ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტ------–----–---მ განმარტა, რომ მან უშუალოდ გამოკითხა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის შესაბამისი მაცხოვრებლები, რომელთა უმრავლესობამ უარყო მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის სოფელ ს--------–ი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და ამის საფუძველზე გასცა ზემოთ აღნიშნული ცნობა, ხოლო სასამართლოში, ასევე მოწმის სახით გამოძახებულმა კორინთის თემის ყოფილმა რწმუნებულმა განმარტა, რომ იგი ხშირად ვერ ხედავდა მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს, თუმცა ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგი მეურნეობას აწარმოებდა სოფელ ს--------–ი, სადაც მას სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობას, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი 2008 წლამდე არ ადასტურებს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის ქ. თბილისში, ჭ---–---------------–---------ში ცხოვრების ფაქტს, თუმცა არც სოფელ ს--------–ი ცხოვრების ფაქტზე შეიცავს ცნობებს. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელი ს--------ი. პერიოდულად, თუნდაც გარკვეული ხნით აღნიშნულ სოფელში ყოფნა ვერ განსაზღვრავს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მისი ოჯახური, სამუშაო და სხვა ყოფითი პირობების დადგენის საფუძველზე განისაზღვრება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი”. მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს. ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
2.13. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანება; დაევალება მოპასუხეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლევრივი აქტის გამოცემა თ--------------------–---–-------ს დეევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ; ასევე მოპასუხეს დაევალება თ--------ზ ნ--------–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემწეობის სახით - 45 ლარის ოდენობით 2018 წლის იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ, რომ თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახლაგორის რაიონის სოფელ ს--------–ი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების პირველი ნაწილები: თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავ მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ და თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. მოცემულ შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ბათილობაც მოთხოვნილი იყო სარჩელით, ეწინააღმდეგება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, უკანონოდ ზღუდავენ მათ. გარდა ამისა, საქმეში არ დევს ადმინისტრაციული წარმოების მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რაც ადასტურებს, რომ ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
3.3. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერებას სასამართლო იმით ასაბუთებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადების ან გამოცემის პროცედურული ნორმები, ამასთანავე სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რის საფუძველსაც იძლევა ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული ცნობები. აპელანტი აღნიშნულს არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ სასამართლოს ამდაგვარი მსჯელობა გამართლებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ-პროცედურულ და პროცესუალური მხარის კანონიერების დასაბუთებისათვის, თუმცა ვერ გამოდგება ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საკმარისობისათვის, რომელსაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მხარეთა მიერ მტკიცებულების მოპოვებისა და წარმოდგენის შესაძლებლობის გათვალისწინებით და მხოლოდ იმ გარემოებების სრულყოფილად შეფასების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ჩათვლილიყო კანონიერად, რაც მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეცილების საფუძველს იძლევა.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ამდაგვარი მსჯელობა გამართლებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ-პროცედურულ და პროცესუალური მხარის კანონიერების დასაბუთებისათვის, თუმცა ვერ გამოდგება ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საკმარისობისათვის, რომელსაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მხარეთა მიერ მტკიცებულების მოპოვებისა და წარმოდგენის შესაძლებლობის გათვალისწინებით. პრეტენზია ეხება მტკიცებულებათა ტვირთის განაწილების ფარგლებს და მასშტაბებს, ისე, რომ სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული მხარეთა შესაძლებლობა და უნარი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მოპასუხეთა მტკიცებულებათა ფარგლებში განსაზღვრა თვით ამ ორგანოთა მიერ გაცემული ცნობებით და შეფასებაც მხოლოდ ამ ცნობების შინაარსიდან მიიღო - საპირისპიროდ "სხვა" მტკიცებულების წარდგენის ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს - ასეთ მოცემულობაში დევნილთა სამინისტრო ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებისას მიეთითებინა იმ მტკიცებულების არსებობაზე რომელსაც ითხოვს "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლომ ასეთი მტკიცებულების ტვირთისგან გაათავისუფლა მოპასუხე და სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტის მტკიცებულების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს. შესაბამისად, შეუძლებელია, კანონიერად ჩაითვალოს გადაწყვეტილება მოცემული სამართლებრივი ურთიერთობისათვის.
3.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 და 105-ე მუხლები და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლები, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა. მართებულია მოსარჩელის პრეტენზია სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების არ დადასტურების შესახებ, რომლის მტკიცების ტვირთის ფარგლების განსაზღვრისათვის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი ცნობების მოპოვება "გარდა მოწმეთა ჩვენებებისა და დასტურისა" არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს. უფლებამოსილი ორგანოებიდან ცნობების წარმოდგენის ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს. მასვე უნდა დაკისრებოდა უფლებამისლი ორგანოების ცნობების არ არსებობის გამო პერიოდულად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ვისგან, რამდენი და რომელი პირებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლის შესახებაც სასამართლომ არ მიიღო ახსნა განმარტება. მოსამართლემ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის I ნაწილიც ადგენს, რომ ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოყენების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ ჩათვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე ან 95-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ან და კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3.6. აპელანტის განმარტებით, მას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აცნობა, თუ სად და როდის გაიმართებოდა სხდომა სარჩელში მითითებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ უნდა ეცნობებინა დაინტერესებული მხარისათვის, თუ ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იგივე ითქმის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის არ დავალდებულებაზე. გაურკვეველია, თუ რითი იხელმძღვანელა მოპასუხემ, შემდეგ კი, სასამართლომ, როდესაც სარწმუნოდ მიიჩნია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობები N-- 08.09.2017წ. და N-- 08.11.2017წ. რომელთა მიხედვითაც, იგი მუდმივად არ ვცხოვრობდი ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი, მაშინ, როდესაც არსებობს იგივე ორგანოს მიერ გაცემული ცნობები, რომელთა მიხედვით, იგი იყო ახალგორის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი სადავო პერიოდში ცხოვრობდა თბილისში, მოსარჩელე 2000 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისში ს-----------------–----------------–ი, მეუღლე 1986 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, მისი შვილები სწავლობდნენ ქ. თბილისში და აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულმა ორგანომ გასცა ცნობები, რომელთა მიხედვით, მოსარჩელე არ იყო ახალგორის მუდმივი მაცხოვრებელი. საუბარია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის N------ 14.09.2017წ., N------ 25.09.2017წ., N------ 17.11.2017წ., ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის N-- 08.09 2017წ. და N-- 08.11.2017წ. ცნობებზე. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნა, რომ მოწმის სახით დაიკითხა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტ------–----–---, რომელმაც აჩვენა, რომ უშუალოდ გამოკითხა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი მაცხოვრებლები (სად არის გამოკითხვის ოქმები) რომელთა უმრავლესობამ უარყო თ--------ზ ნ--------–---–ის სოფელ ს--------–ი მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა ყოფილმა რწმუნებულმა კი განმარტა, რომ იგი ხშირად ვერ ხედავდა მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს მაგრამ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგი აწარმოებდა მეურნეობას სოფელ ს--------–ი სადაც ჰქონდა სახლი და მიწის ნაკვეთი.
3.7. აპელანტის განმარტებით, იგი არ უარყოფს, რომ მისი ოჯახი სადავო პერიოდში ცხოვრობდა თბილისში და ცხოვრობს დღემდე, მაგრამ რა შუაშია ამ შემთხვევაში მისი ოჯახის ცხოვრების ფაქტი, გაუგებარია. დევნილის სტრატუსის მისაღებად, მისი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ. ამასთანავე, დასახელებული ცნობების მიხედვით, იგი არ ყოფილა ახალგორის მუდმივი მაცხოვრებელი. ახალგორის გამგეობის ცნობები N------ 14.09.2017წ., N------ 25.09.2017წ. და N------ 17.11.2017წ. გაცემულ იქნა მხოლოდ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული N-- 08.09.2017წ. და N-- 08.11.2017წ. ცნობების საფუძველზე. რაც შეეხება საკითხს, თუ რის საფუძველზე იქნა გაცემული აღნიშნული ცნობები, რწმუნებულმა ვერ დაასახელა და დაკითხვისას აჩვენა, რომ არანაირი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და მხოლოდ ახალგორის მცხოვრებლებს გაესაუბრა, რომლთა ნაწილმა დაადასტურა მისი ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო ნაწილმა უარყო. ის, თუ რატომ განიხილა მაინც და მაინც მცხოვრებთა ერთი ნაწილის ინფორმაცია და მეორე ნაწილის არა, ვერ განმარტა. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტ------–----–--- დასახელებულ თანამდებობაზე მუშაობს სულ რაღაც ბოლო ოთხი წელია, მისთვის უცნობია ახალგორში მაცხოვრებლები და ის მოვლენები რაც ხდებოდა სადავო პერიოდში. მოწმის სახით დაკითხულმა ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა ნ-----------------–-–---–-ა, რომელიც 2008 წლის პერიოდისათვის მუშაობდა რწმუნებულის თანამდებობაზე, მის სამოქმედო ტერიტორიაზე შედიოდა სოფელი ს--------იც, დაადასტურა მისი ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და ის გარემოება, რომ იგი აწარმოებდა მეურნეობას, ასევე აჩვენა, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოფლის საერთო საქმეში და სოფელში წყლის გაყვანა მისი ინიციატივით მოხდა. რაც შეეხება საკითხს, ხშირად ხედავდა თუ არა მას, ასეთი არ უთქვამს და არც არის გასაკვირი, რწმუნებულმა ყოველდღიურად ვერ ნახოს მაცხოვრებლები. რაც შეეხება იმას, რომ მოპასუხემ სწორად შეაფასა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაასახელოს მოპასუხემ, თუ სად იყო სადავო პერიოდში მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ვინაიდან საქართველოს შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2017 წლის 06 ოქტომბრის N------------- ცნობის მიხედვით, ეს არ იყო თბილისი, მაშინ სად ცხოვრობდა? მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასახელა, თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო, რა გარემოებების გათვალისწინებით, რა ხასიათის კვლევისა და რა კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რაც მიიღო და რატომ არ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა მისი სხვაგან ცხოვრების ფაქტს, გარდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ისა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–მა წარმომადგენლის მეშვეობით 2017 წლის 1 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
4.3. 2017 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ 1----–-–--------------- დაიბადა ახალგორში, 1982 წელს იქორწინა ახალგორში, 1986 და 1987 წლებში შეეძინა შვილები ქ. თბილისში, 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში ს-----------------–----------------–ი, მისი მეუღლე 1986 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი, რომელიც ომის გამო, იძულებით დატოვა 2008 წლის 11 აგვისტოს.
4.4. ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიულმა ორგანომ, 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ზე გასცა ცნობა, სადაც აღნიშნა, რომ იგი 2008 წლის ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი.
4.5. ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 8 ივლისის დასკვნით, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი ხშირად ჩადიოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------–ი და ეწეოდა მეურნეობას, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
4.6. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 25 სექტემბერს წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი.
4.7. ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 21 სექტემბრის ცნობით, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 ოქტომბერს წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ჭ---–---------------–---------ში.
4.9. წარმოების განმავლობაში მიღებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მოამზადა დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელე თ--------------------–---–-------ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
4.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველი.
4.16. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური (ოჯახური) კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
4.17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ 1----–-–--------------- დაიბადა ახალგორში, 1982 წელს იქორწინა ახალგორში, 1986 და 1987 წლებში შეეძინა შვილები ქ. თბილისში, 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში ს-----------------–----------------–ი, მისი მეუღლე 1986 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი, რომელიც ომის გამო, იძულებით დატოვა 2008 წლის 11 აგვისტოს. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის ოჯახი სადავო პერიოდში ცხოვრობდა ქ. თბილისში, მისი შვილები 1986 და 1987 წლებში დაიბადნენ ქ. თბილისში, 2000 წლიდან დღემდე იგი მუშაობს ქ. თბილისში, ს-----------------–----------------–ი, მისი მეუღლე 1986 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. თბილისში, ოჯახის ერთიანობის ზოგადი წესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი მუდმივად ახალგორის რაიონის სოფელ ს--------–ი ცხოვრობდა ოჯახისაგან მუდმივად განცალკევებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 8 ივლისის დასკვნის თანახმად, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი ხშირად ჩადიოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------–ი და ეწეოდა მეურნეობას, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. იმავე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2017 წლის 25 სექტემბერს, წერილობით აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 21 სექტემბრის ცნობით, მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ი 2008 წლამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი. შესაბამისად, თვითონ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მისმა ტერიტორიულმა ორგანომ გააქარწყლა მის მიერ 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ზე გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნა, რომ იგი 2008 წლის ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის მუდმივი მაცხოვრებელი. ამასთან, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა მოწმემ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტ------–----–---მ განმარტა, რომ მან უშუალოდ გამოკითხა ახალგორის რაიონის სოფელ ს--------ის შესაბამისი მაცხოვრებლები, რომელთა უმრავლესობამ უარყო მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის სოფელ ს--------–ი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და ამის საფუძველზე გასცა ზემოთ აღნიშნული ცნობა, ხოლო საქალაქო სასამართლოში, ასევე მოწმის სახით გამოძახებულმა კორინთის თემის ყოფილმა რწმუნებულმა განმარტა, რომ იგი ხშირად ვერ ხედავდა მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ს, თუმცა ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგი მეურნეობას აწარმოებდა სოფელ ს--------–ი, სადაც მას სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობას, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იგი 2008 წლამდე არ ადასტურებს მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის ქ. თბილისში, ჭ---–---------------–---------ში ცხოვრების ფაქტს, თუმცა არც სოფელ ს--------–ი ცხოვრების ფაქტზე შეიცავს ცნობებს. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლოც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე არ იყო ახალგორის რაიონის სოფელი ს--------ი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, პერიოდულად, თუნდაც გარკვეული ხნით აღნიშნულ სოფელში ყოფნა ვერ განსაზღვრავს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მისი ოჯახური, სამუშაო და სხვა ყოფითი პირობების დადგენის საფუძველზე განისაზღვრება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი”. მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს. ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლოც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე თ--------ზ ნ--------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--------ზ ნ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე