1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება:

ა) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის საფუძვლით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ბ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი შეჩერების თაობაზე სააგენტოს/მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, რაც დაუყოვნებლივ აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

გ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება:

გ.ა) გარდაცვალების საფუძველზე;

გ.ბ) ემიგრაციის ნებართვის გაცემის საფუძველზე;

გ.გ) პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი შეჩერების თაობაზე შეტყობინება შეიძლება მიღებულ იქნეს:

ა) წერილობითი ფორმით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირის მიერ;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (სააგენტოს ინტერნეტგვერდის გამოყენებით), თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დაინტერესებული პირისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

გ) სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურში სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, თუ განმცხადებელი ასახელებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს და რეგისტრაციის ადგილს.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების პერიოდში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა იურიდიული ძალის არმქონეა.

4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის ან რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება განახლდება შესაბამისი პირის რეგისტრაციისთანავე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში – მისი პოვნის თაობაზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განაცხადის წარდგენისთანავ