1. დამზადებული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა:

ა) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს პირადად;

ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი გაცემულია არასრულწლოვანი პირის, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სახელზე;

გ) განცხადება
-ანკეტაში მითითებულ ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;

დ) ფოსტის მეშვეობით განცხადება
-ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49
-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;

ე) ამ წესის 39
-ე მუხლის მე
-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენ პირს;

ვ) ამ წესის 49
-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, განცხადება
-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული შესაძლებლობის გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი მის მფლობელ პირს პირადად ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით შეიძლება გადაეცეს მოთხოვნაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობის შემთხვევაშიც.

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), აღნიშნული პირი შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადება
-ანკეტაზე ხელმოწერი