1. ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვიზის გამცემი ორგანოსთვის წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა:

ა) ვიზის მიმღებ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს;

ბ) არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერ წარმომადგენელს, თუ ვიზა გაიცა არასრულწლოვან, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;

გ) სავიზო განაცხადში მითითებულ ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;

ე) დიპლომატიური და სპეციალური ვიზების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს, რომლის თანამშრომელიც წარმოადგენდა ვიზის მიღების მსურველ უცხოელს.

2. სამგზავრო დოკუმენტის გადაცემა შეიძლება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირისთვის პირადად გადაცემის გზით, ასევე სავიზო განაცხადში მითითებულ მისამართზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნით. სამგზავრო დოკუმენტის ფოსტით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს. ვიზის გამცემი ორგანო არ არის პასუხისმგებელი საფოსტო მომსახურების ხარისხზე, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტის დაზიანებასა და დაკარგვაზე.

3. სამგზავრო დოკუმენტის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტით გაგზავნის შემთხვევისა), აღნიშნული პირი შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს ხელმოწერით.

თავი VII. სამინისტროს მიერ მოკლევადიანი ელექტრონული

ვიზის გაცე