1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, B4 კატეგორიის ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის თაობაზე სამინისტროს წარედგინება საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წერილობითი შუამდგომლობა, გარდა იმ  შემთხვევისა, როცა საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის შესახებ ინფორმაციას ფლობს სამინისტრო.

2. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის კონკრეტული საფუძველი, მოთხოვნა/პირობა, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი.

3. საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის საკითხს წყვეტს:

ა) წარმომადგენლობა, სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის შემთხვევაში − სამინისტრო;

გ) ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − სამინისტრო.

4. საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტროს ან წარმომადგენლობის აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება შესაბამისი მომართვის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოს.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის საკითხზე სამინისტროს გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი წერილობითი შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

6. საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის შემთხვევაში, ვიზის მიღების მსურველ უცხოელს მოეთხოვება მხოლოდ სავიზო განაცხადისა და სამგზავრო დოკუმენტის წარდგენა.

თავი IX. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელე