1. ვიზის გაცემის საკითხის განხილვისას წარდგენილი/მოპოვებული მონაცემები/დოკუმენტები ინახება ვიზის გამცემ ორგანოში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.

2. ვიზის გაცემის საკითხის განხილვისას წარდგენილი/მოპოვებული მონაცემები/დოკუმენტები შენახული უნდა იქნეს პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების რეჟიმის გათვალისწინებით შესაბამის სავიზო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.

3. ვიზის გაცემის საკითხის განხილვისას წარდგენილი/მოპოვებული მონაცემების/დოკუმენტების შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, მათი დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისა